ვათენებ ღამეს მერამდენეს განცდით – ტიალი,
დავიძინებდი უდარდელად მაგრამ – სად არის…
კაცმა არ იცის, უცაბედ თუ გადატრიალდი,
გამოგიჩნდება სანუგეშო მერე საყდარი…
როგორ თენდება ღამეები? – რა მომაყოლებს,
მარტივად რომ ვთქვა – გულზე მიჭერს კუპრი ფიქრები,
მთელ ცხოვრებაში ერთ-ორ ღიმილს გადამაყოლეს,
რა ეშმაკებმა – თქვენ გაიგეთ, რომ არ ვიქნები…
ასეა კაცი, თავის თავთან განაჯავრები,
უსიყვარულოდ რომ ვერ შეძლო – მშვიდად ცხოვრება…
ვათენებ, ვიდრე ჩემს სიცოცხლეს შევეჯავრები
და მერე – თქვენ აქ მშვიდობა და ჩემს სულს ცხონება…
/ Keti Ateneli 28.01.2022. GERMANY





















