Zviad Kvatchantiradze: 🇺🇦 ალექსეი არესტოვიჩი: “ჩვენ თავადაც შესანიშნავად მოვაწყობთ არასაფრენ ზონას, იმ იარაღით, რასაც ახლა გადმოგვცემენ, ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალო და შორი მოქმედების 800-მდე კომპლექსით, ჩვენ ისეთ არასაფრენ ზონას მოვაწყობთ, რომ უბრალოდ ვერავინ იფრენს.”
🇺🇸 როგორც თეთრი სახლის პრესსამსახურმა განმარტა, აშშ-ს დახმარება მოიცავს:
800 – სტინგერის საზენიტო სისტემა;
2000 – ჯაველინის ანტი-სატანკო სისტემა;
1000 – მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი;
6000 – ტანკსაწინააღმდეგო სისტემა AT-4;
100 – ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი;
100 – ყუმბარმტყორცნი;
5000 – სნაიპერული შაშხანა;
1000 – პისტოლეტი;
400 – ტყვიამფრქვევი;
20 – მილიონზე მეტი ვაზნა, რაკეტა და ბომბი იარაღისა და ნაღმტყორცნებისთვის;
25 ათასი – ჯავშანჟილეტი;
25 ათასი – ჩაფხუტი.
🇸🇰 სლოვაკეთი თანახმაა უკრაინას C-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.





























