ვიღაცამ დაიჩივლა, რა გააწყალეთ გული ამ უკრაინელებით აფხაზეთის ომშიო.
ჩვენ ახლა მსოფლიოს ვეუბნებით, რასაც უკრაინაში უყურებთ, ის 1992-1993 წლებში (ომის შემდეგაც გრძელდება დღემდე), გადავიტანეთ, მაგრამ მაშინ არც ინტერნეტი იყო და არც სოცქსელები და დარჩა ეს ამბავი მხოლოდ ჩვენს მეხსიერებაში. მაგრამ, როგორც ვატყობთ, ჩვენსავე ხალხის ნაწილს (იმედია, მცირე ნაწილია) არ აქვს წარმოდგენა, რა ხდებოდა და რა გადაიტანა აფხაზეთის ქართველობამ, რისი გადატანა უხდება ამჟამად გალის რაიონის მოსახლეობას.
ეს ხალხი, უკრაინელებისადმი ჩვენი მადლიერება რომ აღიზიანებს, ეტყობა, ლატენტური რაშისტები არიან და რუსული ტრიკოლორის აფრიალებას ელოდებიან კიევსა და თბილისში.
ჰოდა, რომ არა უკრაინელთა თავდადება და სიმამაცე, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა როგორც ომის დროს, ასევე დევნილთა შორისაც.
მაშინ, როცა რაშისტი ქართველს ფსოუდან ენგურამდე მოსაკლავად მოსდევდა, უკრაინელი ამავე ტერიტორიაზე ქართველის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა.
განსხვავება თვალშისაცემი ხომაა?!
























