1993 წლის 27 სექტემბერს: მე ვნახე, როგორ დაეცა სოხუმი – მისი მზით, პალმებითა და ზღვით;
Kakha Kvashilava: 1993 წლის 27 სექტემბერს: მე ვნახე, როგორ დაეცა სოხუმი – მისი მზით, პალმებითა და ზღვით;
მე მთავარსარდლის მოვისმინე რადიომიმართვა, რომ მან სოხუმი სიკვდილისგან ვერ იხსნა;
მე სასოდაკარგულ სოხუმელთა და გულრიფშელთა სვანეთის მთებისაკენ მიმავალ გრძელ ნაკადს ვუყურებდი გაოგნებული;
ყველა ჩვენგანის ცრემლი ამოუთქმელ სიტყვებს ამბობდა;
ჩემი ბაბუა და ბებია, თურმე, სამუდამოდ გვემშვიდობებოდნენ შვილებს, რძლებს, სიძეს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს; ახლაც ცოცხლად ვგრძნობ მათ ცრემლებს, მე რომ მასველებდა მაშინ;
მე მჯეროდა, რომ ბრძოლა დამთავრებული არ იყო და ოჩამჩირე-გალს შევინარჩუნებდით;
დაცემულ სოხუმში მტრის მიერ დატყვევებულმა გმირმა ჟიული შარტავამ, გურამ გაბესკირიამ, რაულ ეშბამ და ქართველმა „ღიმილის ბიჭებმა“ აფხაზეთის დაცემა ვერ იხილეს;
მე ვნახე, როგორ ჯვარს ეცვა აფხაზეთი საქართველოსთვის…
იმ დღეს რუსმა ქართველები და აფხაზები ერთად დაამარცხა. ჩვენ სამშობლოს ნაწილი წაგვართვა, მათ კი – მომავალი.
მას მერე:
ყოველ გაისადს ჩვენ სოხუმში ვბრუნდებით…
მაგრამ ჩვენი ჯვარიც ამაღლდება და, როგორც დიდი ხნის წინ, ახლაც ზე აღადგენს აფხაზეთს!




























