დიდი ერი
Zurab Maghradze: “როცა წვიმის შემდეგ ცისარტყელა ჩნდება, იცოდე, რომ მისი მეორე ბოლო საქართველოშია. თუ ამ გზას გაჰყვები, ჩვენს ქვეყანას მიაგნებ.” – ფერეიდნული
“მომიკითხე გურჯისტანი, ყოლანი მიყვარან, უთხარ ტაო-კლარჯეთი არ დაივიწყონ” – ჭოროხული
“ახლა თქვენ დაგინახეთ და გული გედემეშალა. სულ მინდა თქვენი კარგი და თქვენი დანახვა.” – შავშეთური
“თქვენ რომ მოხვედით სისხლი ადუღდა. გულზე ვარდი და ზურგზე ყაყაჩო გეიხსნა” – ტაოხური
“ბევრჯერ გაიგებთ სიტყვას “ჩახრ”, ანუ ღვინოს…” – ჰერეთული
“ლაზებს გვაქვს გამონათქვამი “ნენა გურიში ნეკნა რენ” (ენა გულის კარია).
ეს ჩვენი გულის ენაა. ჩვენ ლაზური ენის თავმდაბალ მსახურებად ვთვლით თავს, მისი შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისთვის გადასაცემად უსასრულოდ ვმუშაობთ”. – ლაზური
ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ სამი მილიონიღა დავრჩით!




























