Kakha Kvashilava: 1999 წ. 27 თებერვალს სტამბოლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს. თავის სიტყვაში საქართველოს პირველმა პირმა აღნიშნა:
„ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეზობლობის მატიანეში, ბუნებრივია, საკამათო ფურცლებსაც წააწყდებით. მათი არსებობა სრულიად კანონზომიერია გამომდინარე იმ ზოგადი პოლიტიკური პარადიგმიდან, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ შუასაუკუნოვანი სახელმწიფოები. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, უადგილო არ იქნება გავიხსენო, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია აზრი იმის თაობაზე, რომ ოსმალეთის იმპერია, შუასაუკუნეების გარკვეულ პერიოდში, საქართველოს ევროპისაკენ სწრაფვისათვის ბარიერს წარმოადგენდა. მე ეს მხოლოდ იმისათვის გავიხსენე, რომ კიდევ ერთხელ გავამახვილო ყურადღება იმ გრანდიოზულ ცვლილებებზე, რომლებიც მოხდა მსოფლიოში, მათ შორის ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებშიც. როცა საქართველოს ყველაზე უფრო უჭირდა, როცა იგი ბლოკადის საზარელ მარწუხებში მოექცა, სწორედ დღევანდელმა დემოკრატიულმა თურქეთმა გაუხსნა მას გზა ევროპისკენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით საავტომობილო გზა, საჰაერო გზა“.
























