გვეშველება რამე?!
დიახ, გვეშველება მას შემდეგ, როცა ვისწავლით რას ნიშნავს ლიბერალური წესრიგი.
ფაქტი 1. მეგობარი მეუბნებოდა, საქართველოში მედიკამენტებიც უხარისხო შემოდისო. აბა ევროპებში ნახე რა ხარისხის წამლებია აფთიაქებში და ჩვენთან შეადარეო. სპეციალურად შემოდისო ასეთი ჩვენთვისო.
დიახ, შემოდის, მაგრამ სპეციალურად არა. რადგან აქ ადამიანებს ფული არ აქვთ და ვერც იყიდიან. ხოლო ვისაც ფული აქვს და ასეთია 1%, ის მიდის იმ ევროპებში და იქ ღებულობს სამედიცინო მომსახურებას. განა სპეციალურად არ შემოაქვთ, უბრალოდ მედიკამენტებს ვადა გააჩნია და მისი შემოტანა არ უღირს იმპორტიორს. არ გაიყიდება საკმარისი რაოდენობა და ვერც მოგებას მიიღებს იმპორტიორი. სპეციალურად არ შემოტანა აქ არაფერ შუაშია. მედიკამენტს ვინც აწარმოებს, პირიქით, მისი ინტერესია, ხარისხიანი პროდუქტი შესაბამისი ფასით მეტი გაყიდოს, მათ შორის საქართველოშიც. იმ ქვეყნებში, სადაც ხალხში ფულია, ხარისხიანი მედიკამენტებიც იქ მიაქვთ, რადგან იქ ლიბერალური ეკონომიკური წესრიგია. და ასეთი წესრიგი რომ არის, იმიტომ არის ხალხში ფული.
ფაქტი 2. ტელევიზიების რეიტინგებს ისევ ტელევიზორიდან გვასმენინებენ. რატომ არის საქართველოში ბანკებთან შედარებით ხუთჯერ მეტი რაოდენობის ტელევიზია? საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა – კარგად გაბნეული ინფორმაციები როგორ მუშაობს მერე ჩვენ მიერ გამოტანილ დასკვნებზე, ნებისმიერი თემის შეფასებისას?
სინამდვილეში არც ერთმა რიგითმა მოქალაქემ არ იცის არც ერთი ტელევიზიის ნამდვილი რეიტინგი. და სინამდვილეში ტელევიზიის რეიტინგი, მისი აქციების ფასით უნდა დგინდებოდეს საფონდო ბირჟაზე, რომელიც არც გაგვაჩნია. ლიბერალურ წესრიგში, რიგითი ადამიანების მიერ საკუთარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად დგინდება ნებისმიერი კომპანიის რეალური რეიტინგი.
ფაქტი 3. ერთხელ ქართველმა “გლეხებმა” ვერ გააგებინეს ფრანგ ფერმერებს, თუ რას ნიშნავს ტერმინი – სოფლის საერთო საძოვრები. ვერ გაიგეს ფრანგებმა ეს “საერთო საძოვრები” და ვერც გაიგებდნენ. დანარჩენი ფოტოზეა ახსნილი. თუმცა წაკითხულის შინაარსის გააზრებაში, რომელ ვაგონშიც ვიმყოფებით კი ვიცით და არ ვიცი შკალას რამდენად გავაანალიზებთ (ყველას არ ეხება).
ფაქტები ბევრი შემიძლია დაგიწეროთ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილზე ლიბერალური აზროვნების უქონლობა. გაიქცა ამასობაში საუკეთესო წლები.
სინამდვილეში ეკონომიკა საბირჟო ინდექსებით იზომება. ლიბერალური წესრიგის შემთხვევაში კი, მთელ კონტინენტზე, ადამიანური ბედნიერების ინდექსში საქართველო სულ ცოტა მესამე ადგილზე იქნებოდა.
დაბოლოს, თერგდალეულები ლიბერალები იყვნენ.
დანარჩენი ნების საკითხია.





















