მუდამ გვახსოვდეს წმინდა თეოფანე დაყუდებულის ეს სიტყვები:
“რატომ განაგო უფალმა იმგვარად, რომ ამქვეყნად არავინაა მწუხარებებისა და სიმძიმის გარეშე? იმისათვის, რომ ადამიანმა არ დაივიწყოს, რომ განდევნილია სამოთხიდან; რათა დედამიწაზე იცხოვროს არა როგორც ამასოფლის მკვიდრმა მშობლიურ მიწაზე, არამედ როგორც მოგზაურმა და სტუმარმა უცხო მხარეში. იგი მუდამ უნდა ეძიებდეს ჭეშმარიტ სამშობლოში დაბრუნებას.”
დაე, ღირსეულად და ვალმოხდილნი დავბრუნდეთ ჭეშმარიტ სამშობლოში…



























