აღმოსავლეთის როტერდამი უნდა გახდეს ანაკლიის საზღვაო პორტი.
აღმოსავლეთის დუისბურგი უნდა გახდეს ახალქალაქის მშრალი პორტი.
აღმოსავლეთის პარიზი უნდა გახდეს თბილისის აეროპორტი.
სამივე პორტი რომ მივიღოთ, ამისათვის მთავრობამ ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის შექმნით, ჯერ უნდა ჩამოაყალიბოს აღმოსავლეთის ლონდონი და დასავლეთის ბომბეი, ანუ დამოუკიდებელი საფონდო და სასაქონლო ბირჟები.
ამ ყველაფერს კონსერვატორი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები არ გააკეთებენ. პირიქით, უფრო შეუშლიან ხელს. ამ საქმეს ჭირდება ნიკო ნიკოლაძე და დავით სარაჯიშვილი, ანუ ლიბერალები.





























