
დაბადების დღეს გილოცავთ პრეზიდენტო!
როგორ თავხედურად ათევს გროტესკებში ღამეს შავი ლანდი,
მერე გაგიღიმებს,როცა “პირუთვნელი”იუდა გეწვევა:
ვერცხლებს დახარბებულ ვიგინდარებს მანძილს რა დაუთვლის,
ანდა შენი ბედის რუკას ვინ ცვლის,როცა მოეცლება.
აღარც ძველებურად კალანდა და აღარც მილოცვები,
თოვდა იმ ღამესაც ,ძველი ხიბულა რომ მთვარეს წითლად ქსოვდა,
შუბლის კონტურები,როგორც რევანშები “თვითმკვლელობის”
კედელს სისხლისფერად ისევ ხელმეორედ დაეტყობა.
ახლაც თავთან მიდევს,წვეთავს გონებაში მძაფრად
COR CORDIUM,
თქვენი წასვლის მერე ,იცით? არ ბრუნდება დროის რეტრო,
ძინავს ივერიას—ღმერთო მიუტევე თქვენგან გამიჯნულებს,
თქვენ კი უფლის გვერდით კვლავაც შარავანდობთ –‘ჩემო პრეზიდენტო!































