მიტომ, რომ საქართველოა
ამ ჩემი ქვეყნის რაობა,
მარტო ა მთაა და მდელოა?
აქ სულ სხვა არის წყალობა,
მიტომ, რომ საქართველოა.
ამ ჩემი ქვეყნის ღირსება,
განა მარტოდენ ენაა,
წელი წელს მჯიღით მისდევდა,
ეს ჩვენი ბედისწერაა.
ამ ჩემი ქვეყნის სიმდიდრე,
მარტო ანბანი როდია,
მანამდე იყო “ლაზარე”,
დღს საიდუმლო ლოდია.
ამ ჩემი ქვეყნის წიაღი,
მეგრულ – სვანური, ჭანური,
ლაზურ -ზანური ნიაღვრის,
ღმერთია შიგ შეფარული.
ამ ჩემი ქვეყნის სათვისო,
ანბანი არის მხედრული,
მანამდე ნუსხურ- ხუცური,
თვით საღმრთო წიგნის ერთგული
ამ ყველაფერმა იტყვიან,
საუკუნენი მოჭამა,
“კოჩანა, ირო კოჩანა,
თეს ვაკო გურიშ გოჩამა”.
ასე იტყვიან კოლხეთში,
ღირსნი კაცობის ქებისა,
თუ ვინმე მანდილს შეეხო,
მხოლიდ სასჯელი ეღირსა.
ქართველკაცობა, ღირსების
დრომოუჭმელი ჯიშია,
ზემოთ რაცა ვთქვი, იმათი,
დაცვის დროს არ აქვთ შიშია.
ჰოდა, ვინ გადაგვაშენებს,
დრომ ვერაფერი მოშალა,
“კოჩანა, ირო კოჩანა
თეს ვაკო გურიშ გოჩამა”.
ნათია ჯიმშელეიშვილი ლექსები
ლექსში გმოყენებული ფრაზა მეგრულად ერთ კარგ ქართველს, ჯუმბერ იზორია ს ეკუთვნის.





























