ეს იმ საზოგადოებას მივმართავ, ვინც ამერიკის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე დუმს და რუსეთ- უკრაინის ომზე ხმის ჩახლეჩვამდე ბღავის, ეს რამე ტრენდულია?! სად იყავით ის ხალხი, მაშინ, როდესაც ბავშვებს, ქალებს, უდანაშაულო მოსახლეობას ბომბავდნენ: ერაყში, სირიაში, ლიბანში, ვიეტნამში, იუგოსლავიაში, ავღანეთში…?! რატომ ერთხელ მაინც არ გამოთქვით პროტესტი, რა ისინი ადამიანები არ იყვნენ? ეხლა სახეს რომ იხოკავთ უკრაინაზე და აფრიალებთ მის დროშებს, ორივე იმპერია რუსეთიც და ამერიკაც, რომ ერთი ნაგავია და სხვისი სიცოცხლის ფასად, უნდათ თავისი ტერიტორიების გაფართოვება და ერთმანეთის დასუსტება ვერ ხვდებით?! რატომ უვარდებით ხახაში ან ერთს და ან მეორეს?! ერაყის და სირიის ომის დროს მე სტამბულში ვცხოვრობდი, ძირითადი ლტოლვილების ნაკადი თურქეთში შემოვიდა, წესიერი, ალალი, ნორმალური ხალხია, საწყლები ტავის ქვეყანაში ადამიანურად ცხოვრობდნენ, ჩამოვიდნენ და კაპიკებზე მუშაობდნენ, რომ თავი გაეტანათ, ზოგმა ტანსაცმლის წამოღებაც კი ვერ მოასწრო, როგორც შეგვეძლო ხალხი ვეხმარებოდით. სირიელებმა გამოფენა მოაწყვეს, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრები, მე მსგავსი საშინელება ეკრანზეც, კი არ მინახავს, სირიელ ჟურნალისტს გავესაუბრე, გაგიჟებული იყო: “რა უნდოდათ? ჩვენს ქვეყანაში ერთ ოჯახში კათოლიკეც ცხოვრობდა, მუსლიმიც და მართლმადიდებელიც, მეზობლებზე და ახლობლებზე აღარ არის საუბარი, არასდროს რელიგიის პრობლემა არ გვქონია, ამერიკამ რა გაგვიკეთა იცით? სწორედ რელიგია გამოიყენა იარაღად და გადაგვკიდა ერთმანეთს”. ლიბიაზე საერთოდ რა ვთქვა არ ვიცი, ყველანაირად აწყობილი ქვეყანა დაამხეს, კადაფი, რომელიც ხალხმა გმირად შერაცხა, ამერიკამ მტრად გამოაცხადა და რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით, ერაყი, ეს საერთოდ ცალკე თემაა, ამის მოყოლას აქ არ დავიწყებ, ყველამ ყველაფერი იცით. რა ხდება თურქეთში? გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ვალდებულია ამერიკის ჭკუაზე იაროს, ამდენი ლტოლვილი მოაწვა თურქეთს, აღარ იყო სამუშაო ადგილები, სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდებოდა მათი შენახვა, ამავდროულად იბრძოდა ერაყში, უწევდა თავისი საზღვრების დაცვა, 18 წლის პირტიტველ ბიჭებს უშვებდნენ მთებში, სადაც ქურთების დაჯგუფება იყო, იქიდან უკან ვერავინ ბრუნდებოდა, დღეში მინიმუმ 50 ჯარისკაცი ეხოცებოდა, ცალკე ქურთებს ეომებოდა, ნუ ტერორისტულ აქტებსე აღარ გავაგრძელებ, მუდამ საშიშროების წინაშე ვიდექით, გვეშინოდა მეტროში და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.2020 ში ერდოანი ვერ უმკლავდებოდა და განაცხადა, ცოტა ტქვენც მიხედეთ ამ ლტოლვილებსო, გაიხსნა საბერძნეთის საზღვარი, იმდენი ლტოლვილი მიაწვა, რომ ბერძნები ვერ უმკლავდებოდნენ და ზღვაში ყრიდნენ ხალხს, საშინელი სანახავი იყო. რა მოხდა ბოლო ჯამში, თურქეთის ეკონომიკა საგრძნობლად დასუსტდა, ინფლაციამ პიკს მიაღწია, გაუჭირდა ხალხს, მოსახლეობა, რომელიც თუნდაც 5 წლის წინ კარგად ცხოვრობდა, დღეს ხილსაც ვერ ყიდულობს, ინტელიგენცია ვისაც წასასვლელი აქვს ყველა გარბის, ძვირი დაუჯდა თურქეთს ნატოს წევრობა, ერდოანს ყველა თავისი საქმე გააკეთებინეს და ეხლა თავის კაცი შეუგდეს, მეორე სერია თურქეთში მაისში, არჩევნებზე დაიწყება.უკრაინას რა ბედი ელის ეს კიდე გასარკვევია, როგორ გადაინაწილებს რუსეთი და ამერიკა?! როგორც ამერიკას სჩვევია კულისებში დგას და მოვლენებს აკვირდება, ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, გააპარტახა ცივილიზებული ევროპა, ადამიანური სახე დააკარგვინა, ისეთი სისასტიკეები აკეთებინა ხალხს, რომ ეშმაკიც კი გააოგნა, გაზის კამერები, არაადამიანური კონცლაგერები, საპნები აკეთებინა ბავშვების ძვლებისგან, ეგონა რუსეთს დაასუსტებდა, მაგრამ “მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა”, ვერ გათვალა სტალინი, იფიქრა, ერთი პატარა ქვეყნის შვილი რას იზამსო, მაგრამ დაავიწყდა ეს პატარა ქვეყანა ღვთისმშობლის კურთხეულია და ქართველ კაცს მახვილი გონება და ვაჟკაცობა გენეტიკურად აქვს, ოპერაცია “ედელვაისი” ვერ განახორციელა გიტლერმა, მეორე “ქვა” დახვდა ბერია, ერთი ბომბი არ ჩამოვარდნილა საქართველოში, მაშინ, როცა მთელი დასავლეთი თუ აღმოსავლეთი ევროპა მიწასთან გასწორდა, 1 დღე არ გვიშიმშილია ქართველებს, როცა რუსეთში, ლენინგრადის ბლოკადის დროს თაგვი და ვირთხა გაწყდა და საკუთარ შვილებს ჭამდნენ.ბევრი ასეთი იმპერიები მოუნელებია საქართველოს და მოინელებს მომავალშიც, მთავარია ერთმანეთის სიყვარული, ერთად დგომა და რწმენა, ტყუილად არ დაგვითმო უფალმა მისი კუთვნილი მიწა, იცოდა, რომ, თუნდაც ერთ დღეში 100 000 ქართველი შეეწირებოდა მის სიყვარულს და დიდებას!




























