ლორეს ხეობა, ისტორიული საქართველო. 1921 წლის შემდეგ ის გადასცა ლენინმა სომხეთს. მანამდე 1918 წელს სომხეთმა მისი ოკუპაციაც სცადა.

ეს გახლავთ ქობაირის სამონასტრო კომპლექსი, (ეტიმოლოგიად ვარაუდობენ სიტყვა “ქუაბ”, მართლაც მონასტრის უკან დიდი გამოქვაბულია) მდებარეობს დებედას ხეობაში, მთის წვერზე და 20 წუთია ფეხით სავალი ციცაბო მთაზე. თავის დროზე მას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა და აკონტროლებდა მთელ ხეობას.

მონასტერი დაარსდა 1171 წელს, სომხურ -ქართული სამეფოს მეფის კვირიკე მეორის ასულის მარიამის მიერ. შესრულებული ყოფილა ბიზანტიურ-ქართული სტილის ფრესკებით.

აღნიშნული მონასტერი მახარგრძელთა საძვალედ ითვლება და თავად ზაქარია მხარგრძელი, ამირსპასალარი თამარ მეფის სწორედ რომ მონასტრის შესასვლელთან განისვენებს. უკვე იავარქმნილი ფრესკებიდან იმზირება ქრისტე და წმინდანები, ჩამონგრეული მონასტრის ნაშთებზე , საფლავებზე ჯერ კიდევ იკითხება ქართული ანბანი.
ძალიან მძიმე ემოციაა, უმზირო საკუთარი ქვეყნის წარსულის აწი უკვე ნანგრევებს, ქართული კვალის ნელ-ნელა განადგურების პროცესს. გახრჩობს ემოცია, ნერვები, უმზერ დიადი და ღირსეული წარსულის მოვლენებს, შენს თვალწინ ცოცხლდება ამ საუკუნის ყველა მოვლენა და შემდეგ ადარებ რეალობას და აქ იგლიჯება გული და სული…

ნაქართველად და ნასაქართველოს რომ უმზერ…..თუმცა არ მინდა პესიმისტურ ნოტაზე დავასრულო…მოვიხმობ დიდი ვაჟას პოემა “ბახტრიონს”
“ეღირსებაო ლუხუმსა, ლაშარის გორზე შადგომა”.





























