ჩემი ქვეყანა ვიღაც გადამთიელებისთვის უბრალოდ ტერიტორიაა, პოლიგონია, დამაკავშირებელი გზაა,სატრანზიტოდ მოსახერხებელი, კომფორტული, იაფი. ჩემთვის?? ჩემთვის ღმერთია, შვილია, დედაა, სიცოცხლის აზრია, მე ამ მიწაზე ვხარობ და ვსუნთქავ, სხვაგან ვერ გავიხარებ, დავჭკნები, რადგან ეს ჩემი მიწაა, არავისთვის წამირთმევია, არც დასაყვედრებელი მაქვს ვინმესგან რამე, ეს გმირების მიწაა, აქ ჩემი საოცრად თბილი, ტკბილი, გულიანი, კეთილი უნიჭიერესი, გონიერი, ულამაზესი, უსათნოესი ხალხი ცხოვრობს, ჩემი ხალხი, ჩემი ჯიში და ჯილაგი, აქ საოცრად უყვართ, აქ ისე სწამთ, ისე ადიდებენ უფალს, ისე გალობენ და მღერიან, რომ ლოცვის წაკითხვაც აღარ გჭირდება, ისე აღწევს ღმერთამდე ხმა, აქ ისე ცეკვავენ მამაკაცები, შეუძლებელია სისხლი არ აგიდუღდეს, ქალები? ქალები, კი ისე საოცრად დანარნარებენ, ისეთი კდემით, ისე ამაყად, რომ გამხეცებულ კაცსაც, კი შეეპარება გულში სინაზე, აქ სასწაულები ხდება, ოღონდ კი გწამდეს, ოღონდ კი გიყვარდეს, აქ სიძულვილის, ზიზღის,სიბოროტის, სიბინძურის ადგილი არ არის, ეს წმინდანების მიწაა, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი საკუთარი, ქართველების სისხლით მორწყული მიწა♥️♥️♥️























