ათი წლის შემდეგ…
ათი წლის შემდეგ, ჩემს ქალაქში ბევრი ვეღარ მცნობს…
და მეც ასევე თავისთავად…
ყველაზე მეტად მიჭირს ქუჩაში…
ბავშვი გაზრდილა,
გაზრდილები კი ჭაღარით შეცვლილთ,
სახის ნაკვთებით და იერით ვცდილობ შევიცნო…
მერე ნაცნობებს მხარზე ხელის ფრთხილი შეხებით
გადანახულ
ღიმილებს ვჩუქნი…
ვიზუალურად არა მაგრამ, გვარ-სახელით ბევრი მიხსენებს…
(ესეც კარგია, ჩემს ქალაქში დატოვებულ ნაბიჯებზე ალბათ მეტყველებს)
და გზას ვაგრძელებ…
და აი, კიდევ…
ვიღაცას უცხო, ჩამოსული ქალი ვგონივარ…
ცდილობს ამიხსნას ქალაქის გზები,რადგან
ჩემს ქალაქს ინტერესით ვათვალიერებ…
თვალებზე ცრემლი არ მადგება,,
მაგრამ ყელზე კი მარწუხები ძლიერად მიჭერს …
დაყვირებიდან დაყვირებამდე, თეთრად დათოვლილ კავკასიონს
თვალს ვაწვდენ ციმციმ და თვალებიდან უკვე მოდის ნისლის ბურუსი…
ცივი ქუჩები, ადამიანთა უღიმღამო სახეებით იყურებიან,
როგორც ნაძვისხე, გაბზარული სათამაშოთი…
ეს სიმართლეა (საკუთარ თავთან თუ აღიარებ, )ყველაზე ცუდი შეგრძნებაა
თუ როგორ კვდება კიდევ ერთი ადამიანი და როგორ კვდები ასევე შენ მის სამყაროსთვის
და ამის შემდეგ მარტო სუნთქვა,რა ბედენაა…
მე ჩემს ქალაქში, დიდი მეფის ძირძველ ქალაქში,
ფესვებიდან ამოძახილი დამატარებს და ფიქრით დაღლილს
ჭადრის სიო, თავისიანს სასახლისკენ მეძახის რიხით.





















