
აკადემიკოსი პაატა გუგუშვილი:
„1947 წ. ზაფხული იყო. გაგრაში ვისვენებდი. იქაური ძვ. ეკლესიის დათვალიერებისას ამბიონზე გადაფარებული ფალასის ქვევით ვნახე ორმოციოდე, მათ შორის ათიოდე – მე-18 ს, თბილისში დაბეჭდილი ქართული საეკლესიო წიგნი. ჩემთან იყვნენ პროფესორები შალვა რადიანი და დიმიტრი ქორიძე. ყველანი ძლიერ დაგვაინტერესა წიგნების ბედმა და ისტორიამ… მერმე მე ადგილობრივ უფროსებს ვთხოვე, ეს წიგნები სოხუმის ან თბილისის რომელსამე შესაბამისი დაწესებულებისათვის გადაეცათ.
რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ მე-18 საუკუნეშიც, ე. ი. მთლიანი საქართველოს პატარა სამეფოებად და სამთავროებად დაქსაქსულობის ვითარებაშიც აქ ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი კანონმდებლობა მოქმედებდა და არა თუ იმერეთის სამეფოსა და გურია-სამეგრელო-სვანეთის სამთავროებში, არამედ აბხაზეთის სამთავროსა და, მით უფრო სამურზაყანოში ყოველგვარი სამართალწარმოება ვახტანგ VI სამართლის წიგნს ემყარებოდა“.



























