
Irina Bibileishvili: უბადლო რეჟისორისა და ჭეშმარიტი მამულიშვილის, რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი: ნაძარცვის კვალდაკვალ (1987 წ.). სცენარის ავტორი და რეჟისორი – რეზო თაბუკაშვილი. ფილმში საუბარია ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვალზე საზღვარგარეთ. ბატონი რეზო აქვე საუბრობს იოანე ზოსიმესეულ სწორედ იმ ხელნაწერზე, რომელიც დღეს მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში (54-59 წთ.) მოუსმინეთ ფილმად ქცეულ ისტორიას.
მადლობა Manana Dumbadze მინიშნებისთვის⚘️. დაე, ნახოს ყველამ, ვისაც აინტერესებს
P.S. ღმერთმა გაანათლოს ბატონი რეზოს და შემოქმედებითი დასის თითოეული წევრის სული ამ გაუხუნარი მატიანის ფირზე აღბეჭდვისთვის🕯


























