
Kakha Kvashikava
მეგობრები შევიკრიბეთ, პატარა ჩავუსხედით. 7 საათზე. ვსაუბრობთ, კარგ ღვინოს გეახლებით. საათს არ ვუყურებთ. და სრულიად მოულოდნელად ჩვენს უკან გოგონების კივილი გაისმა. მოვიხედეთ, რამე ხომ არ ხდება-თქო. ლეპტოპი ჩაურთავთ და კივიან: გოოოოლ, გოოოლ.
საათს დავხედე და გავოგნდი: 12-ის 3 წუთი. ამდენმა დრომ თუ გაიარა, არც კი შეგვიმჩნევია.
სასწრაფოდ ჩავრთე ფეისბუქი, დავსქროლე, მაგრამ არავის არაფერი დაუპოსტავს. დავურეკე შორენას. ის თურმე მოსასულიერებელი ყოფილა: კვარამ მეორე წუთზე სასწაული გოლი გაიტანაოოო.
ვბრუნდები სახლში მეტროთი. ქალაქი ცარიელია. აქა-იქა კურიერები თუ გამოჩნდებიან ან ცარიელი ავტობუსი. მეტროში ყველას ტელეფონში გვაქვს თავი ჩარგული და საზმაუს საიტზე პირდაპირ ეთერს ვუყურებთ.
პატივცემულო პროვაიდერებო, რა იქნება, ინტერნეტი გვირაბშიც რომ ჩაირთოს, თორემ სანამ სადგურამდე მივიდოდით, ხომ გაგვისკდა ყველას გული და თან თქვენზეც მაინცდამაინც კარგი აზრები არ გვებადებოდა და რად გინდათ ეს? მოაგვარეთ ეს პრობლემა და დაგილოცავთ მარჯვენას თუ მარცხენას.
პენალტი რომ დაინიშნა, გვირაბში შევდიოდით. გვირაბიდან რომ გამოვედით და ინტერნეტი ჩაირთო, პენალტი გატანილი იყო. უნდა გენახათ, როგორ ნერვიულობდა ყველა: დიდი თუ პატარა. ერთმა გოგომ მოახერხა სასწრაფოდ ინტერნეტში შესვლა და გაგვიტანია გოლიო, რომ იყვირა, ყველანი წამოვხტით და მაშინ ვიგრძენი, თუ რას ნიშნავდა, ლიკუეტ სტალიცა გრუზიი.
ამოვედი გლდანში. მივვარდი ერთ ტაქსს, მეორეს, მესამეს: რა გვამუშავებს, ძმაო, გული გვაქვს ამოვარდნაზე, ფეხბურთს ვუყურებთო.
როგორც იქნა, ერთმა გამიჩერა. ვიფიქრე, ამას ფეხბურთი არ ადარდებს-მეთქი და ამ დროს რაციაში ოპერატორი-ქალის ხმა გაისმა: სანდრო, ანგარიში არ შეცვლილა, მაგრამ პორტუგალიელები მიძუყნული დარბიანო და ამანაც, სიგნალს დააჭირა ხელი: ვიგებთ, ბატონო ჩემო, ვიგებთ, აი, ეგრე, აი, ეგრე, მჯეროდა, რომ მოვიგებდით, მჯერა ჩვენი ბიჭებისოოო.
ღმერთო, გვიმრავლე გამარჯვებები!!!





























