ძვირფასო მეგობრებო! ყველას გილოცავთ ახალ წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის! მშვიდობის წელი ყოფილიყოს! ბედნიერებას ვუსურვებ ჩემი ოჯახის წევრებსაც. როგორც ჩვენი წინაპრები დაილოცებოდნენ, მეც ისე დაგლოცავთ: მშვიდობა, ხვავი, ბარაქა მოეტანოს ახალ წელს საქართველოსათვის, თითოეული თქვენთაგანისათვის. ცუდი, რომელიც ძალიან ბევრი იყო, ძველ წელს წაეღოს! გიყვარდეთ ერთმანეთი, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი! საქართველოში ფეხი მოიკიდა ათასმა უკუღმართობამ; ყველა ეს კი მხოლოდ ანგრევს ამ ქვეყანას. ქვეყანა და ქართველი ხალხი კატასტროფისაკენ მიექანება. ეს კატასტროფა კი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება, რომლის გამოსაწორებლად არავის არ სცალია. ვისურვებდი ქვეყანაში ბევრი გაჩენილიყოს სიხარულის მომტანი ბავშვი. უფრო მეტი ქართველი დაბადებულიყოს, ვიდრე წინა წლებში. დამდგარიყოს ისეთი წელიწადი, როდესაც აღარავინ აღარავის აღარ მოკლავს, აღარავინ აღარავის ცილს არ დასწამებს, ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი პრობლემა არაკანონმორჩილებაა. ვისურვებდი ყველა კანონმორჩილი გამხდარიყოს. შევეცადოთ ვიყოთ 10 ქრისტიანული ცნების მიმდევარი. ყველას სიყვარულს გისურვებთ, სიყვარულს ერთმანეთისას, საქართველოს სიყვარულს! კიდევ ერთი – ეკლესიაში ლოცვისას, ვიდრე საკუთარ კეთილდღეობას შესთხოვთ ღმერთს, ჯერ უზენაესს სამშობლოს სიკეთე და გამარჯვება შესთხოვეთ! ეს წელიც დიდი გამარჯვებების წელი ყოფილიყოს ნიჭიერი და ლამაზი ქართველი ხალხისათვის!
ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი წელი საქართველოსათვის, ქართველი ხალხისათვის, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, ყველა ჩემი მეგობრისათვის! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
ღმერთს ისიც შევთხოვოთ, ხელისუფლებას რეალურად ეზრუნოს მეცნიერებასა და მეცნიერებზეც!


























