” ვწუხვართ…Üzgünüz… İsmail Aydın’ı, namı diğer İliko Gividze’yi kaybettik.Gürcü Kültür Merkezi nöbetçi Gürcü aktivisti, dayanışmacı üyesini, yöneticisini kaybetti. Sevgili eşi Rahime Gividze ablamiza, kıymetli çocuklarına, Gividze ailesine,camiamıza başsağlığı ve sabır diliyorum. ნათელში იყოს მისი სული”. Fehmi Uzal Ustiaşvili
Veriko Chichiashvili-Chelik: მწუხარებით გაუწყებთ,რომ გარდაიცვალა ქართული კულტურის ცენტრის აქტიური წევრი, ამაგდარი ბატონი ისმაილ აიდინი/ ილიკო გივიძე,ჩვენი ბიძია ილიკო

ეს ფოტო მე გადავუღე წლების წინ სტამბულში ათაქოის რაიონში საქართველო-თურქეთის წყალბურთის მატჩზე. საქართველოს ვგულშემატკივრობდით ერთად. მას მერე დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა.ხშირად მკითხულობდა მიყვებოდა თავის მოგზაურობის შესახებ ისტორიულ სამშობლოში. თუშეთში მოგზაურობას ხშირად იხსენებდა და ამაყობდა რომ პირველი ტურისტი იყო თურქეთიდან თუშეთში. სულ ბოლოს 5 თვის წინ მომიკითხა, ძალიან ცუდად ვარ და ყველა ჩემს ახლობელს და მეგობარს ვკითხულობო. მას მერე აღარ შემხმიანებია.
უკეთილშობილესი ადამიანი, სულით-ხორცამდე ქართველი, ყველა ქართული საქმის მხარდამჭერი. ძალიან ვწუხვარ 😥ჯგუფის სახელით ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის მშობლიური მიწა























