ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ჩემი დილა ჩემთვის მუდამ დაუვიწყარი იქნება. ჩემმა უცნობმა მეგობარმა ქალბატონმა მაგული ჯინჯიხაძე გამთენაძემ ლექსი მოგვიძღვნა მე და ჩემს პატარა ვარსკვლავებს. სიტყვები არ მყოფნის მადლობის გამოსახატავად. ჩემო უძვირფასესო მეგობარო! თქვენ ბდნიერება გვაჩუქეთ ემიგრანტს და ჩემი უცხო ქვეყნის ბავშვებს. თქვენ გვაჩუქეთ სტიმული და რწმენა, სიყვარული და თანადგომა. თქვენი ეს ლექსი ჩვენთვის შეუფასებელი განძია. უთვალავი მადლობა თქვენ, მადლობა უფალს და სამყაროს თქვენნაირი ადამიანებისათვის. მიყვარხართ და შორიდან გეფერებით.
მაგული ჯინჯიხაძე გამთენაძე.
🌺გიცქერით და გული მიძგერს სიხარულით,
გეფერებით დიდ პატარას ახლა ყველას,
ამ ცქრიალა გოგონების სპეტაკ გულში,
სიყვარულით რომ მოქარგეთ დედაენა.
რა ძალა აქვს სიყვარულს და სისხლის ყივილს,
შეუძლია ძველებურად გულის ძგერა,
მალამოდ რომ დაედება ყველა ტკივილს,
ასე შევძლებთ ერთმანეთის გადარჩენას.
სიყვარული რომ არ არის დაკარგული,
რომ ცოცხლობს და გულის გულში ისევ ფეთქავს,
დედაენა ქართველისთვის საგანძური,
სულ იყო და კვლავ იქნება დამამშვენად.
თვალხატულა გოგონები სიყვარულით,
სალამურად აქციეთ და გაგვაოცეთ
და სულიკოს ჰანგი თბილი და ქართული,
მოჰგავს უკვდავ სიყვარულის საგალობელს. 💖
Sevgili dostlar, bugün sabahım benim için her zaman unutulmaz olacak. Tanımadığım arkadaşım Bayan Maguli Jinjikhadze Gamtenadze bana ve küçük yıldızlarıma bir şiir adadı. Çok teşekkür ederim sevgili dostum..























