1944 წლის 20 ივლისს ადოლფ ჰიტლერზე თავდასხმა მოხდა. ფიურერი მაშინ გადარჩა, მაგრამ 9 თვეში თავად იხალა ტყვია თავში.
20 ივლისმა აჩვენა, რომ გარემოცვა გადარჩენას ცდილობდა და პარანოიკ ფიურერის მოშორება გადაეწყვიტა.
2023 წლის 23 ივნისს საველე მეთაურმა, არაერთხელ ნასამართლევმა და პუტლერის პირად მზარეულამდე აღზევებულმა პრიგოჟინმა გადაწყვიტა, ფიურერისგან პარკეტის გენერლები და მინისტრები მოეთხოვა. ფიურერმა პარკეტის გარემოცვა დაიცვა და საველე მეთაური მოღალატწდ გამოაცხადა.
საველე მეთაურმა ჯარი მოსკოვისკენ დაძრა.
მოსკოვს მიახლოებულმა კი ჯარი უკან გამოაბეუნა.
უცნობია, რატომ?
თუმცა, მთავარია, რომ პრიგოჟინმა, როგორც პუტლერის უახლოესმა გარემოცვამ და, ალბათ, გარკვეული სუსტი მხარეების მცოდნემ, რუსეთს აჩვენა, რომ პუტლერის მმართველობის მთავარი სლოგანი “პუტინი ძალაა”, რომელიც ასე ხიბლავდა იმპერიული ამბიციებით შეპყრობილ მასას, მხოლოდ სლოგანი ყოფილა. პუტინი ძალა არ ყოფილა. რიგითი რუსისთვის ეს დიდი შოკი იქნება, რომლის ჩასახშობად არა ეეთი გალონი არყის ათვისება მოუწევს. ქართველ რუსეთუმეებააც, სხვათა შორის…
მზარეულმა, რომელიც ჯერ კეისრად ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი “პო” გადალახა, აჩვენა, რომ იმპერიის კოლაფსი – სამხედროც და პოლიტიკურიც – მოახლოებულია. გერმანიაში ამას 9 თვე დასჭირდა.
ახლა პრიგოჟინი ალბათ იაზრებს, რომ პუტლერი პირად შეურაცხყოფას არავის პატიობს და მზარეულს აკუწვა ელოდება. ან მისი თანამებრძოლები იზამენ ამას ან იმპერია, თუკი ჩევეკას განადგურებას შეძლებს. უფრო თანამებრძოლებისგანაა მოსალოდნელი, რომლებმაც დაინახეს, რომ პუტინ ნე სილა და პრიგოჟინიც გაიყიდა ან მხდალი ყოფილა. მზარეულის რეციდივისტთა ურდო სიმხდალეს სარდალს არ აპატიებს და თან ვინ იტყვია უარს ძალაუფლების მოპოვებაზე. ასე, რომ პრიგოჟინი დანას ზურგში ყველგან და ყველასგან უნდა ელოდოს. საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუწერა.
პუტლერს ახლა სამი მტერი ჰყავს – უკრაინა, დასავლეთი და არასანდო ვაგნერელები. მისი გონება ამ უკანასკნელთა საბოლოო განეიტრალებაზე იქნება ორიენტირებული..
ამიტომ ორივე მხარე ახლა საკუთარი სიცოხცლის გადარჩენას შეეცდება. ამ ფონზე ვის რაში დაკარგვია უკრაინის “დენაფიციკაცია”. მთავარია, ვინ იქნება პირველი და მიიტანს საბოლოო გამანადგურებელ დარტყმას.
ამიტომ საუბარი, რომ “ამბოხი” ინსცენირებული იყო, არადამაჯერებელია. ჯერჯერობით შეუმდგარ პუტჩს შედეგად ორი შერცხვენილი და ღირსებააყრილი ამბიციური მოთამაშე ჰყავს.
ხომ გახსოვთ, მრავალსერიან ფილმში რეჟისორი და სცენარისტი სიუჟეტს იმ მომენტში წყვეტენ, როცა კვანძი უნდა გაიხსნას, რათა მაყირებლია ინტერესი შეინარჩუნონ. აქაც ასეა. ამ სერიაში სცენაზე თოფი გამოიტანეს, რომელიც მეორე სერიაში აუცილებლად გაისვრის.
მოსკოვის დაცემამ ცოტათი გადაიწია დროში.
9 თვე, მგონი, საჭირო არ იქნება ამ შემთხვევაში.
ველოდოთ ‘კარგ ამბებს” მოსკოვიდან 😄





























