ასეთ გალაკტიონს იცნობთ?
❤️
მე ვცხოვრობ კრილოვის ქუჩის №10-ში.
მიჭირავს ერთი პატარა ოთახი მესამე სართულზე.
ამ ოთახს არ უხერხდება ბუხრის გაკეთება ან ფეჩის დადგმა და ვიყინები.
გთხოვთ, ნება დამრთოთ, დავდგა ელექტრო ფეჩი და ამით შემაძლებინოთ განვაგრძო ლიტერატურული მუშაობა.
გალაკტიონ ტაბიძე
***
მისაყვედურებს ბევრი,
მაგრამ მე მესმის მათი,
მათ კი არ ესმით ჩემი.
კრილოვის ქუჩა, 10.
აქ ჩემს მესამე სართულს
მთვარე ანათებს ღამით.
გათენებამდის ვწუხვარ
ლიტერატურულ შხამით.
/გალაკტიონი. 1934 წელი/





















