მოთხრობა, რომელიც იტალიურ ენაზე უნდა ითარგმნოს.
თქვენი შეფასება საინტერესოა ჩემო მკითხველო
,,პატიმრის ერთი ფანჯარა”
(პირველი ნაწილი)
ბოტანიკური ბაღის ,,ვილა მორტელას“ ღია ცის ქვეშ, მაესტრო ლუიჯი გრიმას დირიჯორობით კონცერტზე შესრულდა ბახის, სტრავინსკის, დებიუსის და შოპენის ნაწარმოებები. დამსწრე საზოგადოება, რომელსაც უმეტესწილად კუნძულზე მყოფი ტურისტები შეადგენდნენ, დირიჟორს და ორკესტრის წევრებს, მხურვალე ოვაციებით აცილებენ. ნანო მათ აპლოდისმენტებს უერთდება იმ მადლიერების გამოსახატავად ,რასაც კლსიკური მუსიკა და ნაწარმოებების მაღალი დონით შესრულება ჰქვია. თვალწინ, კონსერვატორიაში სწავლის კადრები დაუდგა და ჯერაც ხმაურიან მსმენელს, სინანულით გამოერიდა. ბოტანიკურ ბაღს მოავლო თვალი და მოეწონა მცენარეები, რომელიც აუზებთან და შადრევნებთან, ლამაზ სურათს ქმნიან. ყველაზე დიდი აუზის ნაპირთან შეჩერდა და შიგ ჩაიხედა. წყალზე მოლივლივე თავისი ანარეკლი მოეწონა. მაღალს და გამხდარს, თავისი მოკლე, ლურჯი ფერის თმებით, უფრო თხელს და ცასთან შეზრდილს აჩვენებს. თვალების მუქი ფერი, წყლის სიშორეში იკარგება და არ ჩანს . უძველესი ფორიოს ყურე, რომლის ხედიც, ბაღის გადასახედიდან ძალიან ლამაზად იშლება, მოსეირნე ადამიანების თვალს იტაცებს. დაინტერესდა ბაღის შექმნის ისტორიით, რომელიც 1956 წელს შეუქმნია სუზანა უოლტონს, რომელმაც ქმართან უილიამ უოლტონთან ერთად, მიატოვა წვიმიანი ინგლისი და მზიან კუნძულზე დასახლდა. ხელში კუნძულის კულტურული ღონისძიებების პროგრამა უჭირავს და ინტერესით ათვალიერებს. ეს პროგრამა გაგრძნობინებდათ , კუნძულ ისკიას საზაფხულო ცხოვრების რიტმს, რომელიც მეტად საინტერესო უნდა ყოფილიყო, თავისი დღესასწაულებით და ტრადიციებით.
ნანომ, თავის ფსიქოლოგ მეგობართან საუბრისას, გადაწყვიტა, ზაფხულის თვეები, კუნძულზე გაეტარებინა და განუყრელ ნიკონის ფირმის ფოტოაპარატთან ერთად, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო. არჩევანი კუნძულ ისკიაზე შეაჩერა. ისკია აღმოჩნდა, ვულკანური წარმოშობის, მარადიული ახალგაზრდობისა და სილამზის კუნძული, რომელსაც ,,მწვანე კუნძულს“ ეძახიან. ძველ მითოლოგიაში ,მის წარმოშობაზე ლეგენდა არსებობს. გიგანტებთან ბრძოლის დროს, იუპიტერმა, ტიფონს კლდის უზარმაზარი ნატეხი ესროლა. ქალღმრთმა შეცვალა კლდის ნატეხის ფრენის მიმართულება, რომელიც ყურის წყლებში ჩავარდა. ასე გაჩნდა კუნძული და ვენერას საყვარელ ლამაზ კუნძულებს, ეს კუნძულიც შეემატა. აქ არის, არაჩვეულებრივი პეიზაჟები და ქვიშიანი პლაჟები. რადონის გეიზერები, თერმული წყაროები და მასზე განთავსებული ტალახი, რომელიც სამკურნალო საშუალებას მატებს და მიწიდან წამოსული სუნიანი წყალი კი, ღმერთების დაუსრულებელი სიყვარულის ცრემლებია. კუნძული ტირენიის ზღვაში, კუნძულ ვივარასა და კუნძულ პროჩიდასთან ახლოსაა. აქ არის მიძინებული ვულკანები ტრაბოტი, მონტე ვეზი და ეპომეო.
,, ვილა მორტელა“- დან , ქუჩაში გამოსულმა ნანომ, ტურისტულ ოფისში აღებული ბროშურის მიხედვით, ნელი ნაბიჯით დაიწყო ქალაქის დათვალიერება. მან უკვე იცის, რომ კუნძული ექვსი მუნიციპალიტეტისაგან შედგება და ყველა მათგანი, ერთმანეთზე საინტერესოა. ( Ischia , Casamicciola Terme , Lacco Ameno , Forio , Serrara Fontana e Barano .) მიუყვება აფერადებულ ქუჩებს და მთელი გულისყურით ცდილობს აქ, გამოფენილი ხელოვნების ნიმუშებით დატკბეს. ძალიან ბევრია კერამიკის მაღაზია- მუზეუმები, სადაც ნახავთ მხატვრების მრავალფეროვან წარმოსახვებს. ქუჩები, სკამები, საფეხურები, ქალაქის შადრევნები კერამიკითაა მორთული. ტაძართან ახლოს მდებარეობს ,,ზღვის მუზეუმი“, რომელიც ,,საათის სასახლეშია“ განთავსებული. ცდილობს, ეს ყველაფერი ისტორიად აღბეჭდოს პოტოაპარატით, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.
გამოჩნდა, ვულკანური კუნძულის კლდეზე აღმართული შუა საუკუნეების ,,არაგონეს“ ციხე, რომელიც მოშორებულია სანაპიროდან, არც თუ ისე შორს და კლდოვან შვერილზე აშენებულ მრავალფეროვან შენობებს წარმოადგენს. კლდე მიწასთან, ზღვაზე გამავალი ხიდით არის დაკავშირებული, რომელიც ნანომ გაიარა და მივიდა ჯიხურში, სადაც ბილეთები იყიდება. გამყიდველი ქალი მეტად ცნობისმოყვარე აღმოჩნდა, ერთ კითხვაში ჩაატია, მთელი თავისი ინტერესი, რომ არ ჰგავს იტალიელს და რა ეროვნების არის, თუ იცის უცხო ენები და რა სმენია , ,,არაგონე“-ს ციხის ისტორიაზე. ნანომაც, ერთი პასუხით დააკმაყოფილა მისი ცნობიმოყვარეობა, ღიმილით დაუკრა თავი მადლიერების ნიშნად და თორმეტ ევროდ შეძენილი ბილეთი გამოართვა. გიდი, ნელა და საინტერესოდ ყვებოდა ციხის ისტორიას, რომელიც მე-14 საუკუნიდან არსებობს. მისი საშუალებით უნდა დაეცვათ კუნძული, მტრის თავდასხმებისგან, სადაც მთელი ქალაქის მოსახლეობა, მეკობრეებს ემალებოდნენ.შიგნით აუშენებიათ 12 ეკლესია. აქვეა ნახავთ ჯოტოს სკოლის ოსტატობის საოცარ ფრესკებს. ამჟამად, არგონეს ციხე კერძო საკუთრებაა, სადაც ტარდება სხვადასხვა დღესასწაულები, ფესტივალები და გამოფენები. ცის სიმაღლისკენ ატყორცნილმა ციხემ, ნანოს გაახსენდა საქართველოს ისტორია, ქალაქი გრემი, მთავარანგელოზის ტაძარი და კახეთის მეფის, დავით პირველის მეუღლე, ქეთევან დედოფალი. გაახსენდა მისი წამების თარიღი: შირაზი, ირანი 1624 წლის 12 სექტემბერი. დედოფალმა, ჯალათებს სთხოვა, უკანასკნელ თხოვნაზე უარი არ ეთქვათ და თავის სამლოცველოში ელოცა. ლოცვის შემდეგ, ის გაიყვანეს მოედანზე, გააშიშვლეს და იქვე ცეცხლში გახურებული შანთებით აწამეს. როდესაც დედოფალი დაეცა, შვილდის საბელით დაახრჩვეს.ნანოს მძიმე ისტორიის გახსენების შემდგე, აღარ ესმოდა გიდის საუბარი და ტურისტების ჯგუფს გამოეყო, ციხის შიდა კიბებს დაუყვა და ტერასაზე გამოვიდა.
ისკია პორტის ცენტრში მდებარე სასტუმრო ,,Floridiana“არის ადგილი, სადაც იგრძნობთ, სტუმართმოყვარეობის ატმოსფეროს. პირველ სართულზე თერმული აუზი და დიდი ბარია, აქვეა რესტორანი და სპა სალონი. აქ ყველა პირობაა შექმნილი საღამოს სასიამოვნოდ გატარებისთვის.
გარედან მონაბერი გრილი ნიავი, პატარა ოთახს, წრიულად უვლის და ნანოს მოკლე, ლურჯ თმებზე და ტანზე ელამუნება. აივნიდან მოჩანს განათებული ქალაქის ეკლესიები, სანაპიროზე გემები, ხალხმრავალი ქუჩები და ისკიას სიცოცხლით სავსე ღამის ცხოვრება. სასტუმროსთან ახლოს მდებარე დისკოთეკა ,,Rive Droiti“- დან, მუსიკის ხმებთან ერთად სივრცეში, მოცეკვავეთა შეძახილებიც იფანტება. ნანომ, სხეულში კანკალის და შფოთვის შეგრძნება იგრძნო და საათს დახედა. წამლის მიღება დაგვიანებოდა. აივნიდან ოთახში შებრუნებულმა, ჩანთიდან წვეთების შუშა ამოიღო.
ნანომ დილა საინტერესოდ დაიწყო. გევარას კოშკს ეწვია, რომელსაც მიქელანჯელოს კოშკსაც უწოდებენ, რადგან დიდ იტალიელს იქ დარჩენა უყვარდა. გევარას ბედი, არაგონეს ციხის ისტორიას ჰგავს. ახლა კი მასში განთავსებულია საგამოფენო ცენტრი. ნანო ჩვეული ინტერესეით, კოშკის ხედების კადრებს იღებს. დამთვალიერებლებს შორის, ფრანგები და გერმანელებიც არიან. დაახლოებით ორმოცდაათი წლის ფრანგი ქალბატონი, რომელმაც კარგად იცოდა იტალიური ენა, ნანოს მიუახლოვდა და ჰკითხა, საიდან იყო და რას საქმიანობდა. საუბარი საინტერესოდ წარიმართა დ ეს გახლდათ შარლოტა ბომონტი, პარიზში, ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს მფლობელი, რომელიც მეგობარ მუსიკოს, ბატონ ენცოსთან ერთად მოგზაურობდა. წყვილი, აუცილებლად მიიქცევდა თქვენს ყურადღებას, მაღალი აღნაგობის მამაკაცი სხეულის სიმაღლიდან, სიყვარულით უყურებდა თავის რჩეულს, ანუ ,,სილამაზეს ფრანგულად“. ახლა ეპომეოს მთაზე, კასამიჩოლას კერძო სასტუმრო ,,Balena blu“-ში ცხოვრობდნენ. შარლოტამ უთხრა :
- კავკასიელებისთვის სახასიათო გარეგნობამ, ჩემი ყურადღება მიიქცია. ნანომ მოკრძალებით მადლობა გადაუხადა და გაუღიმა. ფიქრებს გაჰყვა, გაახსენდა სადღაც წაკითხული ფრაზები : – გარემოება, თითქმის ყველაფერს განაპირობებს. შენი თანხვედრა გარემოებასთან, ეს უკვე წარმატებაა.
დაბადებისთანავე ჩვენ, ადამიანები,
ამ სამყაროში მთავარი პერსონაჟები ვხდებით. ყოველი ჩვენგანი კოსმოსის ნაწილს წარმოვადგენთ, რომელიც გვეხმარება ბედნიერების მოპოვებაში, მთავარია ჩვენ ეს შევძლოთ და მივიღოთ. შემდეგ კი გავცეთ სიკეთის, მადლიერების და სიყვარულის ენერგიები, რომ უკან იგივე სახით დაგვიბრუნდეს. - Autore: #EkaOtarashvili





















