არ გადაგვქართულდა!
ჩემო ქვეყანავ, არც უძღები შვილი ვყოფილვარ და არც შენგან განგებაჲ მიგდებული. ვიცი და მჯერავს, რომ ციციელდაცემულს, გიგიჭირდა აჭარაზე მოჭიდება და ამიტომაც ადვილაჲ აგაგლიჯეს ჩვენი თავი მკერდიდან. ჰადმენ ხომ არ წევსულვართ? ისვენ იგზე ვიყავთ, ზუსტად იგზე ,ჰაცხან მთავრდებოდი თუ იწყებოდი… იმ ალაგზე დაყუყვილს, გულისყური შენს მკერდზე გვქონდა მოდებული და გისმენდით, გისმენდით რომ არ დაგვვიწყნოდი, არ დაგვკარგნოდი და არ გადავქართულებულიყავთ.
იმხანობაჲ, როჲცხა შენთან დარჩენილები პაწაზე მაინც ვითარდებოდნენ, ჩვენ, აჭარლებს, რწმენას გვისხვაფერებდნენ, გვარ-სახელს გვართმევდენ, შენ თავს გვვავიწყებდენ და მათკენ გვაგულიანებდენ…
ობოლი ბაღნის არ იყოს, ჩვენც იმას მივეთბეთ და მივეგულეთ, ვინცხამ დიგვიყვავა და შენგან ათხლეშილ იარებზე სალბუნი დაგვადო… კი მივეთბეთ, მარა იმათი ძუძუჲს ძე გვემჟავა, ხელების სითბო ვერ ვიჩემეთ, ენასაც ვერ გუუგენით დიდხან …
ჩვენდა ჭირად, რამდენჯერაც გევჯგიმეთ და გუუძალიანდით, იმდენჯერ ჭიაყელასავით გაგვწყვიტეს და მიწაზე მიგვასრისეს. თუმცა , გამჩენის წყალობით, იმდენი კი ვიყავით, ერთი ხელის მოსმით ვერ ამოგვძირკვეს… უფლის ნებით,ისევ ამევყარეთ, ამოვფუფუნდით, ამოვდინდით მიწიდან და შენიდან გულდებულებმა, საზღვრები შეამოვანგრიეთ. მოვეჲთ, მარა შიშველი ხელებით და გულში ჩეგეკარით, ყიაზე ჩამოგეკიდეთ და კალთაზე ეგეწეპეთ დარცხვენილებმა. დარცხვენილებმა მეთქი იმიზა ვამბობ, რომ ბოლომდე არ გვეყო ძალა და იქ, ღელიგაღმა, მთიგაღმა და გულიგაღმა, ყველაზე კაჲ და გულიანი ქართველებით სავსე, ერთი დიდი საქართველო დავტიეთ. ახლა იმათ იმედზეა დარჩენილი ჩვენი ეკლესია-მონასტრები, ციხეები თუ გულდადულ გადებული ხიდები… ღმერთია მოწმე, არც აქამდე წავხდენილვართ და არც ამის იქითობას წავხდებით, მთავარია, ერთმანეთი არ გადაგვქართულდეს !
მზია სალვარიძე



























