Gürcistan Başbakanı Irakli Kobakhidze’nin Türkiye Cumhuriyeti’ne resmi ziyareti sona erdi.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა.
მთავრობის მეთაური და ქართული დელეგაცია ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გააცილეს.
პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„დასრულდა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თურქეთში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება თურქეთსა და საქართველოს შორის და ბუნებრივია, ეს ვიზიტი წვლილს შეიტანს ამ საქმეში. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან.
ვისაუბრეთ ჩვენი თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა ასპექტზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში თანამშრომლობაზე. ყველაფერი გაკეთდება ჩვენი მეგობრობის, პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
Hükümet başkanı ve Gürcistan heyetine, Türkiye Cumhuriyeti Ulaştırma ve Altyapı Bakanı Abdulkadir Uraloğlu ve diğer yetkililer tarafından Ankara Esenboğa Uluslararası Havalimanı’na kadar eşlik edildi.
Başbakan resmi ziyareti medyaya özetledi ve Gürcistan’ın Türkiye ile stratejik ortaklığın daha da geliştirilmesine büyük önem verdiğini kaydetti.
“Türkiye’ye yaptığımız çok önemli ziyaretimiz sona erdi. Elbette Türkiye ile Gürcistan arasındaki stratejik ortaklığın daha da geliştirilmesi bizim için büyük önem taşıyor ve doğal olarak bu ziyaretin de bu konuya katkısı olacak. Cumhurbaşkanı Erdoğan’la çok ilginç bir görüşme yaşadık.
İşbirliğimizin, siyasi, ekonomik ve diğer alanlardaki işbirliğimizin mutlaka tüm yönlerini konuştuk. Irakli Kobakhidze, dostluğumuzu ve ortaklığımızı daha da derinleştirmek için her şeyi yapacağız” dedi.
Hükümet idaresi Basın Bürosu






























