Bizim Gürcistan.! ჩენი საქართველო.! ნოდარ დუმბაძე და ნინი კალანდაძეს ქვეყანა.
***
სულით, ხორცით და ბუმბულით
პოეტი იყო ბულბული.
გადაეკიდა წერო,
ლექსი მე უნდა ვწერო.
ეს რომ გაიგო ვარდმა,
გადაიყოლა დარდმა
ეს რომ შეიტყო არწივმა,
თვალთაგან რისხვა აწვიმა
ბრძანა: – მომგვარეთ სულელი,
ვარდს დაუბრუნოს სურნელი,
თან გადაეცით წეროსა,
არც წეროს, არც იმღეროსა,
თორემ ფრთასა და ბუმბულსა
გავაცლი ღერო-ღეროსა,
წერომ ბაყაყებს მიხედოს,
ლექსი ბულბულმა წეროსა.

➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖➖
პს: “სულით, ხორცით და ბუმბულით
პოეტი იყო ბულბული.”
ერთ-ერთ თქვენგანს ეს პწკარი ახსოვდა და ლექსსაც მისით მივაკვლიეთ.
მიხარია, რომ ეს საუკეთესო ლექსები თანდათან ცოცხლდება, სიყვარული და ინტერესი კი მათ მიმართ უდიდესია.
ამასთან გვერდზე პოპულარობით სარგებლოს ახალი თანამედროვე პოეტები ფიქრია ჩხიტუნიძე და ცაგო აბაშმაძე.
იმაში რაც გვერდზე იქმნება ყველა თქვეთგანის წვრილია, მადლობა სიყვარულისთვის❤️❤️❤️☀️






























