Kakha Kvashilava
Cumhuriyeti biz böyle kazandık! (ეს რესპუბლიკა ასე მოვიპოვეთ!)
1919 წლის 19 მაისს გენერალმა მუსტაფა ქემალმა თურქი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი წამოიწყო.
ეს არის ოსმალეთის დიდებული იმპერიის გაცამტვერების დღეები. I მსოფლიო ომში ახალგაზრდა თურქების პროგერმანულმა და ანტირუსულმა პოლიტიკამ არ გაამართლა. ძლევამოსილი გერმანია დამარცხდა და თან თურქებიც ჩაიყოლა.
ამ დროს ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა, 38 წლის გენერალი მუსტაფა ქემალ ფაშა, რომელმაც შეძლო სრული განადგურების წინაშე მდგარი თურქული არმია ფეხზე წამოეყენებინა, ერი დაერწმუნებინა, რომ თუ ის გამარჯვებას მოინდომებს, აუცილებლად გაიმარჯვებს.
ქვეყანა იშლება, ძველი დიდება საპნის ბუშტივით გაქრა. მოსახლეობასა და არმიაში სრული დაბნეულობა და გულგატეხილობაა, მაგრამ 38 წლის მუსტაფა ქემალმა შეუძლებელი შეძლო და თურქეთმა მის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ძალების დამარცხება შეძლო.
19 მაისი ათათურქმა თავის დაბადების დღედაც აღიარა.
ვისაც გამარჯვება უნდა, ის აუცილებლად გაიმარჯვებს!
Cumhuriyeti biz böyle kazandık! (ეს რესპუბლიკა ასე მოვიპოვეთ!)





















