” ლუვრის კარუსელი”
ასე ეწოდება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც 17-19 ოქტომბერს გაიმართება საფრანგეთის ქ. პარიზში. რაოდენ სასიხარულოა , რომ მასში აჭარაში მოღვაწე შვიდი მხატვარი მონაწილეობს;გურამ ფუტკარაძის,ლუკა ბესელიას, მალხაზ კოჩალიძის,ბექა ბოლქვაძის, ეკა ცინცაძის,სერგო გოგოლაძისა და ირინა ტორონჯაძის ნამუშევრების გამოფენა ამ დიდებულ ვერნისაჟზე უკვე მრავლისმთქმელია. ვულოცავ თოთოეულ მათგანს ამ დიდ წარმატებას.
ახლა წარმოგიდგენთ გურამ ფუტკარაძის ფერწერულ ტილოს-“მთიანი აჭარა,”რომელიც გამოეფინება პარიზში/ლუვრის კარუსელი/ ბატონ გურამის ამ წარდგინებას ჩვენი დიდი ხნის ფეისმეგობრობა განაპირობებს. ვულოცავ ფუნჯის აღიარებულ ოსტატს ამ წარმატებას და ახალ შემოქმედებითი სიმაღლეებისაკენ დავულოცავ გზას! მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე და შემოქმედება ბატონო გურამ!