გენრიეტა ქუთათელაძე
დიახ, მე ვარ!
“Ego vir videns”,
დიახ,მე ვარ კაცი მხედველი
და სულაც არ ვგრძნობ თავს უბადრუკად,
რახან მოვკვდები…
დღეს ცოცხალი ვარ,
დავაბიჯებ ამ მზისქვეშეთში
და ჩემი გონით ზეცასაც ვწვდები,
აზრებით ჩემით
გადავსებულა სამყარო მთელი!
* * *
დავბრმავდი თითქოს, დამეშრიტა ნათელი თვალთა,
ალიონისას მაინც ვხედავ ვარსკვლავებს მიმცხრალს
და გათენებას, ვით ღვთის წყალობას,
ისე მოველი…
ფარშევანგივით შეიფრთხიალა ფიქრმა ობოლმა
და პალმის ტოტზე შემოსკუპდა მზის მოლოდინში…
ვიღაც მამხნევებს,მაგულიანებს ვიღაც ზეციდან:
-არ ჩაიმუხლო,არ შეშინდე,არ შეეპუო,
გაუძელი და დაითმინე დღეთა კირთება,
ღამე წკვარამი და ჩარაზული ოცნების კარი…
მალე,სულ მალე, მზე ამოვა,ამოანათებს,
მზე გაგიქარვებს ურვას და წუხილს,
სევდას და ნაღველს
და შორეული ზმანებების უცხო პეიზაჟს
ფეხქვეშ გაგიფენს!
ნახატი ლადო სეიდიშვილისა
/ ჩემი პორტრეტის ესკიზი, 1964 წ /


![მამა ადამი ახალაძე: „ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი](https://gurcuhaber.com/wp-content/uploads/2026/01/FB_IMG_1769759300580-190x122.jpg)




![მამა ადამი ახალაძე: „ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი](https://www.gurcuhaber.com/wp-content/uploads/2026/01/FB_IMG_1769759300580-90x60.jpg)
![მამა ადამი ახალაძე: „ლიტერატურულ საქართველოში“ [N-2 (4115)] ამა წლის 26 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ჩემი წერილი](https://www.gurcuhaber.com/wp-content/uploads/2026/01/FB_IMG_1769759300580-180x120.jpg)


















