გენრიეტა ქუთათელაძე
ახლაც გოლგოთის გზას მიუყვებიან
ამოიწვერა როგორც ბალახი,
სიტყვა,რომელსაც გაზრდა სწყურია,
რომ ღმერთად იქცეს…
ჩემი ლურჯი, დიდი კალთიდან
თვალს ახელს
და სიყვარულით გიცქერით;
ალბათ,იცანით ყრმა უცოდველი-
ძეი უფლისა;
მაგრამ აქამდე,
სულ ეჭვებით იყავით სავსე,
არ დაიჯერეთ მისი ღმერთობა;
როცა წყალი ღვინოდ აქცია და
წყალზე გაიარა, როგორც მიწაზე,
მაშინ დაფიქრდით…
5000 ადამიანი მხოლოდ ხუთი პურით და ორი თევზით
როს დააპურა,
გვერდით დაუდექით,
ბრმას რომ თვალები აუხილა
და საპყარი ფეხზე დააყენა,
მუხლზე დაეცით და უფალი უწოდეთ,
მისი იწამეთ, მაგრამ ბოლოს
მაინც ჯვარზე გააკარით
და განა ერთხელ,
ორი ათასი წელიწადია გრძელდება ასე;
ახლაც გოლგოთის გზას მიუყვებიან
შვილნი რჩეულნი…
ტირის სიტყვა და იცრემლება.
ღმერთო, სანამდე!
გენრიეტა ქუთათელაძე
/ჟურნალი ” ჭოროხი”, 2025, N 5/
































