Gürcü Haber/ქართული ამბების პორტალი:
Coronavirün milyonlarca insanın ruh sağlığını etkiliyor.
Dünya sağlık örgütü tespitlerine göre, ruh sağlığı konusu pandemi nedeniyle geri planda kaldı.
Dünyada bir milyar insan ruhsal bozukluk içinde. Pandemi sosyal ilişkilerde dramatik şekilde gerilemeye neden oldu. Her 40 saniyede bir kişinin intihar ettiği bir dünyada yaşıyoruz!
Psikiyatri sorunu acil olarak Dünya sağlık örgütünün gündemine alınıyor.10 Ekim Dünya Ruh Sağlığı Günü nedeniyle,Dünya sağlık örgütü başkanı Tedros Adhonam Ghebreyesus konuyla ilgili çevrimiçi bir toplantı yapılacağını açıkladı!
კორონავირუსი მილიონობით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.
“COVID-19 გავლენას ახდენს მილიონობით ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, დაავადებით გამოწვეული შფოთვისა და შიშის, ასევე ფსიქიატრიული მომსახურების შეფერხების თვალსაზრისით”, – განაცხადა ღებრეიესუსმა.
მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა სოციალური ურთიერთობების შემცირებამ ასევე გავლენა მოახდინა ადამიანთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ღებრეიესუსის განცხადებით, პანდემიის დაწყებამდე გლობალურ ჯანდაცვაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი ერთგვარად მივიწყებული და მეორეხარისხოვანი იყო.
მისივე თქმით, “დაახლოებით მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ფსიქიკური აშლილობით. ყოველწლიურად სამი მილიონი კვდება ალკოჰოლის მავნე მოხმარების შედეგად და ყოველ 40 წამში მსოფლიოში ერთი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს”.
აღნიშნული საკითხებისადმი ყურადღების მისაპყრობად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 10 ოქტომბერს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიოს დღეს, საერთაშორისო ონლაინ ფორუმს გამართავს.
თემები:
კორონავირუსი / დღის სიახლეები

































