Ajans Gürcü: Belçika Ligi’nin en golcü Gürcü forvet oyuncusu George Mikautadze, bu haftayı da boş geçmedi.
19 yaşındaki Mikautadze Takımının 5-2 kazandığı maçta 3 gol kaydederek hat-trik yaptı.
Gürcü forvet Mikautadze Belçika liginde beş maçta dokuz gol kaydetti ve gol ortalaması 1.8 oldu.
Giorgi Mikautadze, Fransız Metz takımından sonra ,Belçika ikinci liginde mücadele veren Serain takımında da başarılı golcu olduğunu göstermiş oldu.

მიქაუტაძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა – ქართველი ბელგიური ლიგის ბომბარდირია, გიორგი მიქაუტაძე ბელგიაში გასაოცარ სეზონს ატარებს – ფრანგული „მეციდან“ ბელგიის პირველი დივიზიონის „სერაინში“ იჯარით გადასულმა ქართველმა თავდასხმელმა ბოლო ტურში დუბლი შეასრულა.
მეხუთე ტურში „სერაინი“ გასვლაზე „ლიერსს“ ესტუმრა და 5:2 დაამარცხა. ამაში კი დიდი როლი სწორედ 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა – გიორგიმ ჰეთ-ქრიქი შეასრულა, მისმა გუნდმა კი 5:2 მოიგო. მიქაუტაძემ ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, 76-ზე დუბლი შეასრულა, ხოლო 89-ე წუთზე – ჰეთ-თრიქი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მიმდინარე სეზონში მიქაუტაძე გასაოცარ შედეგიანობას აჩვენებს – ქართველმა ხუთ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა, ანუ საშუალოდ შეხვედრაში 1,8 გოლი გააქვს.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბელგიის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, მის შედეგს ესეც ვერ დააკნინებს და ამ დონისთვისაც შესანიშნავი შედეგია. „სერაინი“ ცხრა ქულით გათამაშების ლიდერია, ხოლო მიქაუტაძე ბომბარდირებში დიდი უპირატესობით დაწინაურდა – მეორე ადგილზე „მოლენბეკის“ სომეხი თავდამსხმელი ივან იაგანია, რომელიც ბომბარდირთა დავის ლიდერ ქართველს ხუთი გოლით ჩამორჩება.
Youtube.com/c/ Ajans Gürcü Facebook.com/AjansGürcü Instagram.com/ Ajans Gürcü Twitter.com/AjansGurcu
Youtube kanalımıza abone olarak destek verebilirsiniz. Teşekkür ederiz… Çuveni abonementi tu iknebit dzalian gamaxarebt… Madlob.. Youtube.com/c/ Ajans Gürcü
































