თეა თეთრაძე
დედა დედაა, ტკივილი ყველასთვის ერთნაირია!
2013 წელს, ჩემი სტამბულში მოღვაწეობის პერიოდში ჩატარდა 1 კვირიანი პროექტი “კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრა” ერთ-ერთი ორგანიზატორი თურქული მხარე იყო, მეორე მხარე ვინ იყო არ ვიცი, მონაწილეობდნენ ქართველები, ოსები, ჩერქეზები, ჩეჩნები, სომხები, აზერები, აფხაზები, მოკლედ თითქმის მთელი კავკასიის ეროვნების ბავშვები, ასაკი 16-18 წელი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე მეტად დამეგობრდნენ ქართველი, აფხაზი და ოსი ბავშვები, “ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთსო: ხასიათით, ტრადიციებით, მენტალობით, წეს- ჩვეულებებითო”.
ტირილით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, ჩუმად მაინც ვიკონტაქტებთო, ქართველმა ბავშვებმა დაპატიჟეს საქართველოში, არაფერია საშიში ჩამოდითო❤️
იმედი მომეცა რომ მათი ეს ურთიერთობა რაღაც შედეგამდე მიგვიყვანდა. ძნელია ჩვენს თაობას დაავიწყო ის საშინელი, უსამართლო ომი, მოვუშუშოთ ტკივილი იმ ადამიანებს რომლებსაც შვილები მოუკლეს, უწამეს, არ აქვს მნიშვნელობა ქართველია, აფხაზია თუ ოსია, დედა დედაა, ტკივილი ყველასთვის ერთნაირია, ხოლო ახალგაზრდებს კი, რომლებიც ომს არ მოსწრებიან მშობლები უყვებიან საშინელ ამბებს, ბავშვები ხედავენ მათ ტკივილს, მოუშუშებელ ჭრილობებს, გარდა ამისა პროპაგანდისტული მანქანა წამლავს და აზიზღებს ქართველებს, სწორედ ამიტომ არის საჭირო ახლო ურთიერთობა, რომ ჩვენც ავუხსნათ ჩვენი ტკივილი გავაგებინოთ რომ ეს ყველაფერი ბინძური პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ჩვენც მოგვიკლეს მამები, შვილები, ძმები, რომ ჩვენს გოგოებს თვალები დათხარეს, გააუპატიურეს, აწამეს, რომ თვალწინ უხოცავდნენ შვილებს, რომ ათასი ჯურის ხალხი იბრძოდა და ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა, ასევე უნდა მოვუყვეთ იმ აფხაზ და ქართველ მეგობრებზე თუ მეზობლებზე, რომლებმაც ერთმანეთი გადაარჩინეს, გამოაპარეს, უდიდესი რისკის ფასად თავისი სახლების სარდაფებში მალავდნენ და ლუკმას უყოფდნენ ერთმანეთს, რომ ადამიანობა ყველანაირ სასტიკ ომზე მაღლა დგას❤️
სამწუხაროდ მომდევნო წლებში აღარ ჩატარებულა მსგავსი პროექტი, რა თქმა უნდა ვიღაცას ძალიან არ აწყობდა. დაურთან ორჯერ მქონდა მიმოწერა, მეკითხებოდა თურქეთში აფხაზურ დიასპორაზე, სხვა საინტერესო ამბებთან ერთად ეს ამბავიც მოვუყევი❤️

































