
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს სტამბულის ქართული კულტურის ცენტრის და www.gurcuhaber.com (ქართული ამბების პორტალი),სახელით ვულოცავ 60 წლის იუბილეს. გვიხარია სულით და გულით, რომ ეს ინსტიტუტი 60 წელია დიდ ქართულ საქმეს აკეთებს იქ, საქართველოში და აქაც, ჩვენთვის, სამშობლოს მოწყვეტილი ქართველებისთვის. ეს ინსტიტუტი, ჩვენთვის არის დედასამშობლოსთან ჩვენი სულიერი კავშირის, ჩვენში შემონახული ქართული სულის, ქართული ხასიათის საქართველოს უსაზღვრო სიყვარულის გამაძლიერებელი და სულის ჩამდგმელი.
ბატონო როინ, როგორც პირადად თქვენ, ასევე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს დიდი წვლილი მიუძღვის აქაურ ქართველთა ყოფისა და კულტური შესწავლაში, ჩვენი იდენტობის, ჩვენში საუკუნეების განმავლობაში შემონახული ქართული ცნობიერების გაცოცხლებაში. მადლობა ყველაფრისათვის და დიდი და გულწრფელი მოლოცვა ამ ინსტიტუტის თანამშრომლებს!
Mail : [email protected] ფეჰმი უზალ უსტიაშვილი
SMS :+905322869282 Fehmi Uzal Ustiaşvili
Gürcü Kültür Merkezi Derneği Başkanı //İstanbul



























