Eter Sadağaşvili
წიგნიდან ,, თურქული პოეზიის სამკაულები”
Eşref Yılmaz
ეშრეფ ილმაზი- მახარაძე
1950
გულმა შვა ლექსი უდღეური და უკანონო,
მამის ნების და ნატვრის გარეშე;
რადგან იშვა და მასაც უნდა თვალის გახელა,
მოდი, ვუწოდოთ ,, მონატრება” ამ ლექსს სახელად.
ერთ დღეს ის მოვა ჩემს კართან და დააკაკუნებს,
ჩემს მონატრებას არ ექნება არც მაკიაჟი,
სახეს მიაყრდნობს კარის დირეს და ატირდება…
მე მის ღაწვებზე დაგორებულ ცრემლს, ვით მარგალიტს,
სულ თითო-თითოდ შევაგროვებ მინის ქილაში.
რომ მერე, როცა სასმისს ავწევთ, ხელს ხელს ჩავაჭდობთ,
როცა თვალები აირევა ერთურთის მზერით,
მარგალიტები შევურიო ლალისფერ ღვინოს,
რომ დავთვრე მეტად,
რომ სიამით მეც ვინეტარო…
ვინ არის კართან?
ვინ მოსულა?
აჰ, მონატრება
მობრძანებულა ხელში ნაზი
მზესუმზირებით.
თარგმნა ეთერ სადაღაშვილმა
@ყველა

































