პერსონა – საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების, ნომინაციაზე წარდგენის ცერემონია, 23 ივნისს თბილისის ზღვაზე, ტერასაზე ’’ფიბონიჩი’’ გაიმართა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების პროექტმა – პერსონა, 23 ივნისს თბილისის ზღვაზე ნომინაციაზე წარდგენის ცერემონია გამართა.
პროექტის იდეა და ორგანიზაცია ეკუთვნის იოსებ კავკავაშვილს.
დაჯილდოების პროექტი საქართველოში 2013 წლიდან იმართება, წელს კი პერსონას რიგით მერვე პროექტი ხორციელდება.
55 წარმატებული ადამიანი საქართველოდან, პერსონას ტიტულს იღებს.

საქართველოს წარმატებული ადამიანების გამოვლენა სხვადასხვა სფეროდან, ხდება სარეკომენდაციო წერილების საფუძველზე, ამ წერილებს კი 15 ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიის – 15 წარმომადგენელი სწავლობს. პერსონას ბორდს ხელმძღვანელობს ევროპის ადვოკატთა კოლეგიის წარმომადგენელი, ადვოკატი ირმა ბრელიძე.
წლევანდელი დაჯილდოების პროექტი ჩვენთვის იმითაც არის განსაკუთრებული, რომ პროექტმა, ნომინაციაზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ, წარადგინა ემიგრაციაში მცხოვრები საბავშვო პოეტი- ქალბატონი სოფო ფოცხვერაშვილი.
ქალბატონი სოფო ოჯახთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს და სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა საქართველოში.
2018 წლის 4 ნოემბერს, ქართველი პოეტი შვეიცარიიდან, სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრისა და თურქეთში მცხოვრები ქართველებისა და მათი პატარების საპატიო სტუმარი იყო.
ქართული კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ საბავშვო ზეიმს სტამბოლში, სოფო ფოცხვერაშვილის ლექსების კრებული ,,დედამიწა რაზე დგას’’ ამშვენებდა, პოეტმა საკუთარი წიგნების კრებული ყველა დამსწრე ბავშვს საჩუქრად გადასცა ასევე საჩუქრად უსახსოვრა სტამბოლის ქართული კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას.
წიგნი მალე დაიდება სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ’’ქართული სავანის’’ საუკუნოვან ბიბლიოთეკაშიც.
ქალბატონი სოფო საკუთარი ინიციატივითა და ორგანიზებით მსოფლიოს ბევრს სხვადასხვა ქვეყანას ეწვია და ემიგრაციაში მცხოვრებ უამრავ ქართველ ბავშვს გაუხარა გული, ქართული ლექსების კრებულითა და დიდი დედობრივის სიყვარულით, რომელიც მისი ბუნებრივი ხასიათის დამახასიათებელი თვისებაა.
’’დედამიწა რაზე დგას’’ ლექსების კრებული თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვების სამაგიდო წიგნადაც იქცა.
2013 წლიდან დღემდე პერსონას დაჯილდოების პროექტში სხვადასხვა ნომინაციაზე წარდგენილი იყვნენ და პერსონას ტიტული მიღებული აქვთ ისეთ გამოჩენილ ადამიანებს, რომელთა ჩამოთვლაც უდაოდ განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ჩვენს საზოგადოებაში.

პერსონას სხვადასხვა წლებში, საუკუნის პერსონას ტიტულით დაჯილდოებული ჰყავს ბუმბერაზი ქართველი სახალხო და დამსახურებული არტისტები: ლეილა აბაშიძე, თამარ სხირტლაძე, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ეთნო-ლოტბარი, ყველასათვის საყვარელი და გამოჩენილი ქართველი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ წელს გააცილა სამუდამო სასუფეველში,ასევე მომღერალი და ქართული ესტრადის ვარსკვლავი თემურ წიკლაური.რაოდენ სამწუხაროა რომ ბატონები ანზორ ერქომაიშვილი და თემურ წიკლაური წელს დავკარგეთ და მათი სიცოცხლე საერთაშორისო პანდემიამ იმსხვერპლა.

სასიხარულოა რომ წლევანდელი – პერსონა 2021, საუკუნის პერსონას ნომინაციაზე წარდგენილი იქნა დამსახურებული არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს მშვენება-რუსთაველის თეატრის მსახიობი ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი.
2021 წლის 23 ივნისის საქართველოს წარმატეული ადამიანების ნომინაციის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ , სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილი არანაკლებ მნიშვნელოვანი წარმატებული და საინტერესო ადამიანები.
წელს პირველად , ემიგრაციიდან წარმოდგენილი იყვნენ წარმატებული ადამიანები შვეიცარიიდან, ამერიკიდან და იტალიიდან.
პერსონას დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 22 დეკემბერს თბილისში გაიმართება.


























