Kakha Kvashilava: როდესაც მუსტაფა ქემალმა რუს ბოლშევიკებთან დაამყარა კონტაქტი, ბუნებრივია, მის თანამოაზრეებს გაუჩნდათ ეჭვი, ხომ არ არ აპირებდა ის ბოლშევიზმის ექსპორტს თურქეთში. ქემალმა თანამოაზრეებთან გამართულ საიდუმლო თათბირზე აღნიშნა, იყო ბოლშევიკი და იყო ბოლშევიკის მოკავშირე სხვადასხვა ცნებებია.
საბოლოოდ, ქემალმა ძალიან ადვილად გააცურა ლენინიც და შემდგომ სტალინიც. მიიღო რუსეთისგან მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა (მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდა, ჯერ რსფსრ-ს, შემდეგ კი – სსრკ-ს). ლენინიც და სტალინიც დარწმუნებული იყვნენ, რომ თურქეთის სახით ძლიერი მოკავშირე შეიძინეს. ქემალმა კი იცოდა, რომ ის თურქეთს ფეხზე აყენებდა და აძლიერებდა, მაგრამ ლენინელ-სტალინელობას არ აპირებდა. აი, ესაა პოლიტიკა!
































