პოლენთის მაღალი რანგის პირები ბელორუსიის საზღვარზე მიგრანტების მიერ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის პროვოკაციებს რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ ომის ახალ ფაზად განიხილავენ.
პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა 19 ოქტომბერს განაცხადა რომ მე-12, მე-16, მე-18 მექანიზებული დივიზიის სამხედროებს გაგზავნიან პოლონეთ-ბელორუსიის სასაზღვრო მოკნაკვეთი დასაცავად, ამ დროისათვის საზღვარზე პოლონეთის ეროვნული თავდაცვის ძალებს დაემატება 2500 ჯარისკაცი და საერთო რაოდენობა 10000 მიაღწევს გარდა მექანიზებული დივიზიის სამხედროებისა საზღვრის მონიტორინგს ახორცილებს სასაზღვრო პოლიციის შენაერთებიც.
ყოველდღიურად 500 მდე შემთხვევა ფიქსირდება საზღვრის უკანონო კვეთის(ავღანეთიდან დევნილი მიგრანტები, რომლებიც იმყოფებიან ბელარუსში დაახლოებით 10000 მიგრანტამდე), სექტემბერის თვის მონაცემებით 2021 წლის განმავლობაში 15000 მდე შემთხვევა დააფიქსირდა, 25 ოქტომბერს დაშავდა რამდენიმე სამხედრო მიგრანტების მიერ პოლონეთის საზღვრის უკანონო კვეთის დროს.

თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა და ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ დაანონსა ეროვნული თავდაცვის ძალების რეორგანიზაციისა და საკონონმდებლო ბაზის ცვლილება, რომელიც უნდა პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს, კერძოდ:
1)გაეზრდებათ ხელფასები სამხედროებს,
2)მცირე ზომის არმიის კონცეფცია შეიცვლება(თუმცა არ იგეგმება საყოველთაო გაწვევის დაკანონება)
3) სამხედრო გადაირაღებისა და წვრთნის პროგრამები გაიზრდება
4) იგეგმება ბელორუსის საზღვრის გასწვრივ ორ შრიანი თავდაცვის ზღუდეების მშენებლობა,400 მილიონი გამოიყო ამისათვის.
ი.კაჩინსკიმ განაცხადა რომ :
“პოლონეთის ამჟამინდელი შეიარაღებული ძალები არ შეესაბამება არსებულ საჭიროებებს, რადგან სიტუაცია შეიცვალა”. მან მოიხსენია ჰიბრიდული ომი პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე, არაერთი პროვოკაცია, რუსეთის იმპერიული ამბიციები და რუსული არმიის მუდმივი სამხედრო წვრთნები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიუხედავად სხვადასხვა ტიპის განცხადებებისა, ეს არის წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის არმიის ქვედანაყოფების მზადყოფნა შეტევითი მოქმედებებისთვის“. – ეს ყველაფერი გვაიძულებს, რადიკალურად გავაძლიეროთ შეიარაღებული ძალები. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მცირე ზომის, კარგად შეიარაღებული არმიის კონცეფციას. ჯარი უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი და კარგად შეიარაღებული. მაშინ მას აქვს ეს შემაკავებელი ძალა “
რუსეთის ფედერაცია ბელორუსიის მეშვეობით ახდენს ევროპის უსაფრთხოების მექანიზმების მორღვევას, პოლონეთისა და ლიეტუვას საზღვრის გასწვრივ მრავალ ათასიანი მიგრანტთა ნაკადები ყოველდღიურად ახდენენ პროვოკაციებს, რუსეთის ფედერაციისათვის ევორპის სიღრმეში კონცენტრაცია და ახალი პოტენციური ტერიტორიების ათვისება საქართველოსა და უკრაინის ევროპის უსაფრთხოების რადარებიდან გაქრობას გამოიწვევს…



























