3 წლის წინ, 2019 წლის 21 დეკემბერს , სახელწოდებით“ქართული ამბების პორტალი”/Gürcü Haber portalı პირველი თურქულ- ქართულ ენოვანი ვებ გვერდი გამოჩნდა სოციალურ სივრცეში.
ვებ გვერდის შექმნის იდეა და მისი განხორციელება, პირადად სტამბულის ქართული კულტურის ცენტრის თავჯდომარეს, ბატონ ფეჰმი უზალ უსტიაშვილს ეკუთვნის.მისი უშუალო ძალისხმევით ვებგვერდი მეოთხე წელია მრავალ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს,როგორც თურქ ,ასევე ქართველ მკითხველს.
ორ ენოვანი ვებგვერდი ქართული,ლაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილი პლატფორმაა თურქეთში.მისი საშუალებით,ქართველი მკითხველი თურქეთში მცხოვრები ქართველების და ლაზების ისტორიას,კულტურას,სიახლეებს და წარმატებებს ეცნობა.მეორეს მხრივ თურქეთის ქართველები ახალ და საინტერესო ამბებს იგებენ საქართველოს შესახებ.
წელს,21 დეკემბერს,”ქართული ამბების პორტალი”/Gürcü haber portalı 3 წლის გახდა.ამ ხნის განმავლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა.შეიქმნა ვებ გვერდის ლოგო,რომელის ავტორი გახლავთ ცნობილი ქართველი მხატვარი,აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე ბატონი დავით ბაძაღუა ( დავიდ გუა).გაფართოვდა საინფორმაციო სამსახური. მეოთხე წლისთავზე ლოგოს ცვლილება კვლავ განხორციელდა მისი უპირობო ავტორის მიერ. სახელწოდებაშიც შევიდა ცვლილება.”ქართული ამბები”/Gürcü Haber ახლა უკვე ამ სახელწოდებით წარდგება ვებ გვერდი მკითხველის წინაშე.
დღეს თურქეთის ქართულ საზოგადოებას ვებგვერდის საშუალებით ყოველდღიურად მიეწოდება მნიშვნელოვანი ინფორმაციები,როგორც თურქულ,ასევე ქართულ ენაზე.ქვეყნდება სტატიები.
“ქართული ამბები/Gürcü Haber -ის გუნდი, ვებგვერდის შექმნის დღიდან უცილობლად და უანგაროდ ქართულ საქმეს ემსახურება.
უღრმესი მადლობა იმ რესპოდენტებს ვინც არ დაიზრა და პირადად “ქართული ამბებისთვის”დრო გამონახა.ექსპერტებს, დიპლომატებს, პროფესორებს,კულტურის და ნებისმიერი სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებმაც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანეს გვერდის განითარება-პოპულარიზაციაში.
ღრმა პატივისცემა და დიდი მადლობა “ქართული ამბების”/Gürcü Haber მკითხველს.
გილოცავთ!
P.S “ქართული ამბები”-ის გუნდს 2020 წლის ივნისში შევუერთდი,უშუალოდ ვებგვერდის დამფუძნებელის ბატონი ფეჰმი უზალ უსტიაშვილის მოწვევით. თანამშრომლობა შედგა.
ვამაყობ,რომ ამ გუნდის წევრი ვარ!
























