
Gürcü tarihçi Prof. Roin Malakmadze’nın yeni çıkan, Yukarı Macahel kitabının ilk haberini Gürcü Haber Portalı yapıyor…
Aslen Macahelli olan Prof Roin Malakmadze, Macahel üzerine çalışmaya devam ediyor. Üzün bir çalışmanın birinci kitabı olarak düşünebileceğimiz bu eserinde, daha çok yukarı Macahela denen Türkiye kısmındaki çalışmalarına yer veriyor. Kendisini tebrik ediyoruz.

გამოვიდა ქართველი მეცნიერების კიდევ ერთი ახალი მონოგრაფია -„ზედა მაჭახელი“ (ისტორიულ-ეთნოგრაფიული და დიალექტოლოგიური გამოკვლევა). მისი ავტორები ცნობილი მეცნიერები, პროფესორები როინ მალაყმაძე, ნაილა ჩელებაძე, ელზა ფუტკარაძე, იაშა თანდილავა არიან. ისტორიის დოქტორი, პროფესორი როინ მალაყმაძედიდიხანია იკვლევს მაჭახლის ხეობას, იგი ამ მხარიდანა.

მონოგრაფიაში შესწავლილია თურქეთის შემადგენლობაში მოქცეული მაჭახლის ხეობის ნაწილის.-ზედა მაჭახლის (სოფელბი: ხერთვისი, ზედვაკე, მინდიეთი, ქვაბითავი, ეფრატი, აკრია) ისტორია, ეთნოლოგია და დიალექტოლოგია. წიგნი დახმარებას გაუწევს ისტორიკოსებს, ეთნოლოგებს, ენათმეცნიერებს, ფოლკლორისტებს, მკითხველთა ფართო საზოგადოებას და განსაკუთრებით კი, თურქეთში მცხოვრებ ქართველებს. ეს არის კვლევის პირველი შედეგები. მუშაობა ამ მიმართულებით ისევ გრძელდება. წიგნს ერთვის ტექსტები და ფოტოილუსტრაცია. იგი დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის ეგიდითა და სხალთელი მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მხარდაჭერით.



























