მივდივარ ქუჩაში.
ვხედავ ტერენტი გრანელი მოდის.
მომიახლოვდა თუ არა, მარჯვენა ხელი მაღლა შემართა და დამიყვირა:
– მე უფრო დიდი პოეტი ვარ თუ გალაკტიონიო.
გამეგონა, თავი გალაკტიონზე უპირატესად წარმოედგინა. მე ასე არ მიმაჩნდა, მაგრამ ვიფიქრე გავახარებ-მეთქი და ვუთხარი:
– თქვენ, ბატონო ტერენტი.
– ფუუ, შენ მე პატიოსანი კაცი მეგონეო! – მომაძახა და წავიდა.
/ საშა მიქელაძის მოგონებიდან/
*****

























