Adami Axaladze
Tamar Mepe Üniversitesi Rektörü.
ერთმა ახლობელმა მომწერა… მეორემ დამირეკა… მესამეც შემომეხმიანა…
შაბათს, 4 იანვარს, ამ სოფლიდან მარადიულ გზაზე გავაცილებთ დავით წერედიანს! გამოჩნდნენ საზოგადოებაში ისინი, ვინც უსირცხვილოდ და ხმამაღლა ამბობს, მე არ ვიცნობდიო, ანუ არ წამიკითხავსა და არ ვიციო. სიმართლის მთქმელიც არავინაა – მართლა ქვეყნის დაქცევა რომაა, ამისთანა ქართველს თუკი არ იცნობ და კიდევ უარესი – იმის მაგივრად, თავს ვერ ჰყოფდე გარეთ, ფეხსა ჰყოფ, მეც ნახირ-ნახირო! არა, ბატონებო, თქვენ ქართული ჯიშის ტომთან და თოხუმთან არაფერი გაქვთ საერთო!
გარდაცვალების დღესვე რომ გამოჩდნენ ქომაგი მწერლები და შეახსენეს საზოგადოებას, ვისთან გამომშვიდობების დღეები დაგვიდგა, სიხარულიანმა გრძნობამ მომიცვა… თუმცა, გამოხმაურება ვერსად მოვისმინე საახალწლო აურზაურსა და ფოიერვერკებში… ესეც გასაგებია. კი, ბატონი, დაისვენეთ, იმხიარულეთ, ოღონდ ამ ქეიფსა და უდარდელობას იქნებ კვლავ არ გადავაყოლოთ ერის ღირსება. იქნებ ახლა მაინც მოვიქცეთ ისე, რომ გავექცეთ საკუთარი თავის განდიდებით თრობის, უმადურობის, მოყვასისადმი განურჩეველი დამოკიდებულების, სამშობლოს ღირსეულ შვილთა დაუფასებლობის, ღვთის მიერ გამოგზავნილ მამულიშვილებისადმი პატივის მიუგებლობის ჩვეულებას და მომავალ თაობას პანთეონში დავახვედროთ კიდევ ერთი დაუღალავი შვილი სამშობლო ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შექმნისა და დედა ენის სამაგალითო მსახურებისა!!!
უღრმესი პატივისცემითა და ქრისტესმიერი სიყვარულით,
სიკეთე-სიხარულების, მრავალჟამიერ სიცოცხლისა და ბედნიერების
საშობაო-საახალწლო სურვილებით
თქვენი მამა ადამი



























