თურქეთში, ჩვენებურებთან…

„რა ზოვლი ხართ რომ მოით, ზოვლი გამახარეთ, არ დეიჯერებთ, მარა გაბღეზილი ვიყავ, ნეტაი სულ არ ვახსოვართ,ჩვენ ფესვებ-მეთქი… თქვენ რომ გისმინავ, გულში სითბო იარება, რას ამბობთ გურჯისტანში ჩვენზე, გენაღლებიან ჩვენი თავი?
მცხვენია კაი გურჯული არ ვიცი, ვერ ვარ დედე-ნენესავით მექართულე, რუსთავის ტელევიზიას ვუყურავ, სიმღერებ ვუსმინავ, ვსეირობ და ვარ, მარა ლაპარკი ჩქარია, ვერ ვეწევი…
ჩემი ბაბოს დედეი ბათუმიდან რომ გამოსულა, ჯერ ართვინ დამდგარა, მემრე 32 ოჯახი იქიდან ამდგარა, 7 წელი ათასი ადგილი უნახიან და აქ მოსულან, მოწონებიან-იშდა… კაი ადგილია აქ, წყალი არი, ხეხილი არი, პურიც ყოფილა, ტყეც ახლო არი, სათიბავი არი…
პაწაი რომ ვიყავ, დაბლა ღელეში ქვის კენჭებ ჯვალოში ჩავყრიდით, ყველაი ვულოცავდით და ისოვ ღელეში ჩავდებდით, მუუცდიდით და გაწვიმდებოდა. დიდები იტყოდენ, „ სებილარუნ ხურმეთიჩუნ გაწვიმდესო“, ღარჭები დევყვირავდით: „ამინო“, ილლა წვიმა მოვდოდა…
ძველები აქ რომ მოვდენ რა ექნებოდენ? ჩარხი, გუგუმი, საინი, ხელის წისქვილი გუუკეთებიან-მეგემ. იქიდან რომ გოდორი მუუტანიან იმფერი მემრე აქ გუუკეთებიან, ახლაც აქვან მეზობლებ ძველი გოდრები ნალიაში, აღარ ხმარობენ, მარა ინახვენ მაინც… კევრიც გუუკეთებიან გურჯული…
შევარდნაძე დიდი გურჯი იყო სოფლიოს კაცი იყო, ყველა საქმეში იყო, აფასებდენ, რომ დევნახავდით, ვიტყოდით, ჩვენბურია, მაგარიაო… სიტალინიც კინასავენ იყოო, დუნაია კანკალებდა მისი შიშითო… გურჯებმა არნა დევშალოთ, მევკითხოთ ერთმანეფი, სალამ-ქალამი შუთვალოთ…“
მთქმელი: რეჯებ ზენგინი (მისირიღლი)
სოფ. სირეთიე (მურღული)
გოლჯუკის ილი
09.07.2013 წ.





















