ჟან შარდენი მეგრელებზე… მდაააააა!
Kakha Kvashilava: “მეგრელები საუცხოო ჯიშის ხალხია. კაცები კარგი აღნაგობისა არიან, ქალები კი ძალიან ლამაზები. მაღალი წრის ქალებ, რაღაც თავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, რაც გხიბლავს მე შემხვედრია მათ შორის მშვენიერი აღნაგობის ქალები, დიდებული იერით, საუცხოო სახითა და ტანით. გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მნახველისგან თითქოს ტრფიალს ითხოვენ. ნაკლებად ლამაზები და ხანდაზმულები გადაჭარბებით ხმარობენ ფერუმარილს, იღებავენ მთელ სახეს, წარბებს, ლოყებს, შუბლს, ცხვირს და ნიკაპს. ზოგიერთი მარტო წარბების შეღებვით კმაყოფილდება. ირთვებიან რამდენადაც კი შეუძლიათ. მათი ტანსაცმელი სპარსელი ქალების ტანსაცმელს ჩამოგავს. თმის დავარცხნა და დახვევა ევროპელი ქალების მსგავსად იციან. ატარებენ ხილაბანდს, რომელიც მხოლოდ თავის ზევითა და უკანა ნაწილს ფარავს. აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება. არიან თავაზიანები, ზრდილნი დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ სხვა მხრივ. ყველაზე საშინელი ქალები არიან ამქვეყნად: ამაყნი, ქედმაღალნი, ბოროტნი, დაუნდობელნი, ულმობელნი და უტიფარნი. არ არსებობს ისე თი სისაძაგლე, მათ რომ არ ჩაიდინონ იმისათვის, რომ საყვარლე ბი გაიჩინონ, შეინარჩუნონ ან თავიდან მოიშორონ.
კაცებს კიდევ უფრო მეტად მოდგამთ ყველა ეს უარყოფითი თვისება, ვიდრე ქალებს. არ არსებობს ისეთი მზაკვრული აზრი. მათ რომ თავში არ მოუვიდეთ. ისინი ავაზაკებად არიან აღზრდილნი, ამას სწავლობენ და ეს ხდება მათი საქმე, მათი სიამოვნებისა და სიამაყის წყარო. უდიდესი კმაყოფილებით ყვებიან მათ მიერ ჩადენილ ქურდობაზე, რითაც თავი მოაქვთ და დიდ პატივ საც იმსახურებენ. ავაზაკობა, მკვლელობა, სიცრუე – ყოველივე ამას კარგ საქმეებად თვლიან. უკანონო თანაცხოვრება, მრუშობა, ორცოლიანობა, ინცესტი და მსგავსი მანკიერებანი სამეგრე ლოში სიქველედ ითვლება. აქ ერთმანეთს სტაცებენ ცოლება უსინდისოდ ირთავენ ცოლად დეიდას, ბიძაშვილს, ცოლის დას ვისაც სურს ორი ცოლი იყოლიოს ერთდროულად, ცოლად მოჰყავთ ისინი ბევრი სამსაც კი ირთავს. თითოეულს შეუძლია იმდენი ხასა შეინახოს, რამდენიც სურს; ცოლებიც და ქმრებიც ამის გამო ურთიერთშეთანხმებულები არიან. მათში ძალზე მცირეა ეჭვიანობის გრძნობა. როცა ქმარი ცოლს შეუსწრებს საყვარელთან, მას უფლება აქვს აიძულოს ეს უკანასკნელი გაიღოს ერთი ღორი. სხვაგვარ შურისძიებას, ჩვეულებრივ, არ მიმართავენ. ღორს სამივენი შეექცევიან. საოცარი ის არის, რომ ეს საძაგელი ერი ირწმუნება, მრავალცოლიანობა და ბევრი ხასის ყოლა კარგიაო, რადგანაც, როგორც ისინი ამბობენ, ჩნდება ბევრი ბავშვი, რომელიც გაიყიდება ნაღდ ფულზე ან გაიცვლება ხარა-ხურასა და სურსათზე. მაგრამ ეს მაინც არაფერია იმ სრულიად არაადამიანურ თვისებასთან შედარებით, რომელიც მათ გააჩნიათ ახალშობილებს, რომელთა რჩენისათვის საშუალება ან პირობები არ გააჩნიათ ან კიდევ რომლებიც უკურნებელი სენით არიან დაავადებულნი, ხოცავენ. თავს იმით იმართლებენ, რომ ამით ამ უმანკო არსებებს ააცდენენ იმ გაჭირვებას, რაც დიდი სატანჯველი იქნება მათთვის და რაც ბოლოს შეიწირავს მათ. აი, როგორ ფიქრობს ეს ბარბაროსი ხალხი, რომელსაც არ გააჩნია არც მოკრძალება და არც კაცთმოყვარეობა. სიმართლე რომ ითქვას, მეშინია, ვაი თუ არ დაიჯეროს მკითხველმა და ჩემ მიერ ნაამბობი გადაჭარბებულად ჩათვალოს. ვაცხადებ, რომ ეს სრული სიმართლეა და აქ მოტანილი ფაქტები საკმარისად დაადასტურებს ჩემს ნათქვამს”.
























