თამაზ ბუთხუზი: მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა (გაგრძელება)
. . . . ყველაფერი ვცადეთ!
ხომ არ გვეცადა ერთიც _ აზროვნება,
რათა იმ კანონზომიერებაში გავერკვეთ, რომელიც ნორმალურ, ადამიანის ღირსების საკადრის საზოგადოებას ქმნის, რათა ჩვენი საზოგადოების მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილის საკუთარი ბედისადმი გაუგონარი, გულგრილი, დამამცირებელი მიდგომის ასახსნელად ჩვენს შემდგომ თაობებს სერიოზული თავის მტვრევა არ მოუწიოთ. . . .
გავერკვეთ _ რა გვტანჯავს?! . . . .
. . . . სიღატაკე _ დიახ, სიღატაკე!
ის ფიტავს და თრგუნავს ადამიანს. სწორედ ესაა ჩვენი შიდა თუ გარეშე მტრებთან დაპირისპირებისას გამომჟღავნებული უსუსურობის და დაუცველობის მიზეზი.
სულიერი სიღატაკე _ ერთი მხრივ, უსაზღვრო ამპარტავნება და მეორე მხრივ, პიროვნების არასრულფასოვნების კომპლექსი, ვიღაცისადმი, თუ რაღაცისადმი აბსოლუტური მორჩილება. სწორედ, სულიერი სიღატაკეა მატერიალური სიღატაკის საფუძველი.
სულიერად ღატაკთა სიმრავლე მთელი საზოგადოების დეგრადირებას იწვევს: ანგრევს ცნობიერებას, კულტურას, ეთიკას და შედეგად ფასეულობათა გადაფასება, დევალვაცია ხდება.
სიღატაკე საშინელებაა თუნდაც იმიტომ, რომ ის მთელ ჩვენს დროს ითხოვს. შესაბამისად, გააზრების საშუალება აღარ გვაქვს. შედეგად, სითამამის, თავისუფლებისკენ სწრაფვის იმპულსიც კი ქრება. ეს ის ამაზრზენი მდგომარეობაა, როდესაც მთელი ჩვენი ენერგია მხოლოდ არსებობის შესანარჩუნებლად იხარჯება. ამიტომაა, რომ სიღატაკე მთელი სისასტიკით ადამიანის ღირსების წინააღმდეგაა მიმართული.
სიღატაკისკენ მიმავალ გზაზე არც შლაგბაუმი დაგხვდებათ და არც გამაფრთხილე¬ბელი აბრა წარწერით _ “აი, ამ ხაზის შემდეგ იწყება ის, რაც შენში ადამიანს გასრესს!”
სიღატაკის მუხანათობა ის არის, რომ მისი ზღვარი შეუმჩნეველია. .. . . . . .

(გაგრძელება იქნება)























