Nanım HHikmet 120 Yaşından/ნაზიმ ჰიქმეთ რანი 120 წლისაა
Veriko Chichiashvili Çelik: Hem bıraktığı eserler hem de siyasi duruşuyla Türk ve dünya edebiyatına damga vuran, özgürlüğün ve umudun şairi Nazım Hikmet 120 yaşında. ‘Kuvayi Milliye’, ‘835 Satır’, ‘Benerci Kendini Niçin Öldürdü?’ ve ‘Memleketimden İnsan Manzaraları’nın da aralarında bulunduğu çok sayıda unutulmaz eseri kaleme alan ‘Mavi Gözlü Dev” bugün ülkenin dört bir yanında anılıyor.
“Mavi Gözlü Dev”, özgün kişiliği, siyasi duruşu, sürgün yılları, yaşamın her alanına seslenen şiirleri ve aşkları ile unutulmaz izler bıraktı.
ნაზიმ ჰიქმეთ რანი 120 წლისაა
(ნაწყვეტი ჩემი სტატიიდან “ნაზიმ ჰიქმეთი და საქართველო”, რომელიც გასულ წელს გამოქ ვეყნდა ” ქართულ-თურქულ ვებ გვერდზე ქართული ამბების პორტალი/Gürcü Haber portalı)
ნაზიმ ჰიქმეთი საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში პირველად 1921 წელს ჩამოვიდა და აქედან გაემგზავრა მოსკოვში. მას გულითადი სიყვარული აკავშირებდა საქართველოსთან, რაც ნათლად ჩანს მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან
„საქართველო მარტო იმიტომ უნდა მიყვარდეს, რომ იგი იყო პირველი უცხო მიწა, სადაც ფეხი დადგა მეოცნებე, გამოუცდელმა თურქმა, რომელსაც ნაზიმ ჰიქმეთი ერქვა. მას შემდეგ ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში, ულამაზეს თბილისში, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ტკბილზე-ტკბილ მოგონებად დარჩება. ჩემი ახალგაზრდობა ახლაც სეირნობს ძველი თბილისის მემწვანილეებითა და მემაწვნეებით სავსე ვიწრო ქუჩებში. მე მიყვარს საქართველო, ქართლი, აჭარა, აფხაზეთი. მე მიყვარს თქვენი გმირული წარსული, თქვენი ლიტერატურა, თქვენი მწერლები და პოეტები, რომლებიც ჩემი ძმები და ახლობლები არიან. ქართული სიმღერები?! ო, ეს შემოქმედებაა! ეს სიყვარულის, სილამაზის და ვაჟკაცობის ჰიმნია. მე თურქი ვარ, მაგრამ ჩემს ძარღვებში ცოტა ქართული სისხლიც ფეთქავს. დედაჩემის წინაპრები ხომ ქართველები იყვნენ. ხშირად გაიგონებდით ჩვენს ოჯახში კაეშნის, ცრემლისა და შეუგრძნობადი სურვილის მომგვრელ ქართულ სიმღერებს. ქართველი ქალი, ქართველი დედა! იმღერეთ მათზე, ისინი ხომ სათაყვანოები არიან.“
საქართველომ ადრევე აღიარა ნაზიმ ჰიქმეთის პოეტური ტალანტი. მისი შემოქმედება დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ქართული თეატრები მის პიესებს დგამდნენ. 50-იან წლებში, ბათუმში ქართულ ენაზე გამოვიდა ჰიქმეთის ლექსების კრებული. პოეტი ამ წიგნისთვის დაწერილ წინასიტყვაობაში წერს:
„მშობლიურ ქვეყანაში, შინაურებთან, თუ ციხის საკანში, მარტოდმარტომ ხშირად მოვიგონე ბათუმი, ვიოცნებე ბათუმზე. ამ წიგნის მკითხველისადმი მე ერთი თხოვნა მაქვს – აქ ბათუმზე დაწერილი ერთი ლექსიც არ არის და ნუ გამამტყუნებენ. მართალი გითხრათ, ცალკე ლექსი არც სტამბოლზე დამიწერია. ეს ორი ქალაქი მე ისე მიყვარს, რომ მუდამ, როცა კი კალამს ავიღებ, რათა რაიმე დავწერო მათზე, ყოველი მოფიქრებული სტრიქონი ამ სიყვარულისთვის შეუდარებლად მეჩვენება, ამიტომ კალამს უკანვე ვდებ.“
ნაზიმ ჰიქმეთის ლექსების არაჩვეულებრივი თარგმანი შესთავაზა ქართველ საზოგადოებას ლიტერატურის მთარგმნელთა ასოციაციამ და მასთან ერთად აღმოსავლეთმცოდნე,ლექსიკოგრაფმა,და მთარგმნელმა ალექსანდრე ელერდაშვილმა,რომელსაც ვთხოვეთ კომენტარი სპეციალურად- ქართული ამბების პორტალისთვის.
“ნაზიმ ჰიქმეთის შემოქმედებისადმი ინტერესი ყოველთვის არსებობდა საქართველოში და პირველი კრებული, რომელიც ქართულ ენაზე თურქულენოვან პოეტს მიეძღვნა, იყოს სწორედ ნაზიმ ჰიქმეთის ლექსების კრებული. ეს წიგნი 1952 წელს დაიბეჭდა და მასში შესულია მხოლოდ ვახტანგ კეკელიძის თარგმანები… მომდევნო წლებში იყო კიდევ პუბლიკაციები, სადაც დიდი თურქი პოეტის ლექსების ქართული თარგმანები გამოქვეყნდა, რომელთა შორის პირველ რიგში უნდა აღნიშნოს ვასილ ლაფერაშვილის და მამია ვარშანიძის მიერ ქართულად ამეტყველებული პოეზია ნაზიმ ჰიქმეთისა. 21-ე საუკუნეში გამოიცა კიდევ ერთი კრებული ჰიქმეთის ლექსებისა (მთარგმნელი – ოქტაი ქაზუმოვი)
ჩემი ინტერესი ჰიქმეთის პოეზიისადმი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ გარკვეულ პერიოდამდე მისი ლექსების თარგმნას ვერ ვახერხებდი თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი მთარგმნელობითი საქმიანობა უფრო სპარსული და ინგლისური პოეზიის თარგმნას უკავშირდება. უკანასლნელი 5-6 წლის განმავლობაში კი ჩემი თურქოლოგი მეგობრის მაყვალა ხარებავას წყალობით მოვახერხე თურქული პოეზიის ნიმუშების თარგმნა და ეს საქმე სწორედ ჰიქმეთის პოეზიით დაიწყო (გარდა ლექსისა Hoş geldin kadınım, თარგმნილი მაქვს ჰიქმეთის ვრცელი ბალადა Salkimsöğöt – „მტირალა ტირიფი“)-გვიყვება ბატონი ალექსანდრე.
და აი, მისი საოცარი თარგმანიც,რომლის წაკითხვის შემდეგ ამ დიდებული თურქი პოეტის ცხოვრების და შემოქმედების გაცნობის სურვილი აუცილებლად გაგიჩნდებათ.
შემობრძანდი სანატრელო ქალო!…
(თარგმნა ალექსანდრე ელერდაშვილმა)
შემობრძანდი ჩემს საკანში, სანატრელო ქალო!…
დაღლილი ხარ? -რით გიშველო, რომ არ დაიღალო?!
ფეხს ვარდისწყლით აქ ვერ დაგბან, არ მაქვს ვერცხლის ვარცლი…
მწყურვალი ხარ? –
ვერც შარბათით სავსე ჭიქას დაცლი…
მშიერი ხარ? –
შენ აქ სუფრა არ დაგხვდება არსად…
ღატაკი ვარ მემლექეთის სიღატაკის მსგავსად.
შემობრძანდი ჩემს საკანში, სანატრელო ქალო!…
რაწამს ნაბიჯს გადმოადგამ,
მსურს ღიმილით თვალო,
აქ რამდენი აყვავდება იატაკზე ვარდი,
თვალზე რამდენ მარგალიტის
ცრემლს დაგვადენს დარდი…
ეს საკანიც გამდიდრდება მზის სინათლით მაშინ, –
თითქოს ვცხოვრობთ სადმე ერთად…
თავისუფლებაში.
შემობრძანდი ჩემს საკანში, სანატრელო ქალო!…
HOŞ GELDİN KADINIM
Hoş geldin kadınım benim hoş geldin
Yorulmuşsundur;
Nasıl etsemde yıkasam ayacıklarını
Ne gül suyum ne gümüş leğenim var,
Susamışsındır;
Buzlu şerbetim yok ki ikram edeyim
Acıkmışsındır;
Beyaz ketenli örtülü sofralar kuramam
Memleket gibi yoksuldur odam.
Hoş geldin kadınım benim hoş geldin
Ayağını basdın odama
Kırk yıllık beton, çayır çimen şimdi güldün,
Güller açıldı penceremin demirlerinde ağladın,
Avuçlarıma döküldü inciler
Gönlüm gibi zengin
Hürriyet gibi aydınlık oldu odam…
Hoş geldin kadınım benim hoş geldi
ნაზიმ ჰიქმეთი /Nazım Hikmet























