მე მინახავს ომი. არა კინოდან, ტელევიზიიდან, წიგნებიდან.
მე ის უშუალოდ მინახავს.
მე ბომბების გადაფრენის წუილის და აფეთქების ხმა გამიგონია.
Kakha Kvashilava: სკურჩასთან ნაპირს მომდგარი მტრის გემი ტყვიამფქვევბიდან რომ გცხრილავს და გადარჩენა რომ ღვთის სასწაულად გიჩანს, ესეც უშუალოდ მინახავს.
გუდაუთიდან გამოსრილილი ჰაუბიცის ჭურვი 50 მეტრში რომ დაეცემა, აფეთქების ხმა გაგაყრუებს, მაგრამ ამასაც რომ გადაურჩები, ესეც მინახავს.
მტერი უშუალოდ მინახავს, თვალებში შენი სიკვდილი რომ უჩანს.
ცეცხლში დამწვარი ბიჭები მინახავს.
აფხაზეთის ომის ჯოჯოხეთს, აქ რომ მავანი წამოგაძახებს, რატომ იქ არ ამოწყდითო, ესეც გამიგონია.
სახლში რატომ არ მიდიხართ, ომი ხომ დასრულდაო, გაუჟღერებიათ ნებით თუ უნებლიედ.
მე ვამბობ, თორემ კოლექტიური “მე”-ა. ჩემზე გაცილებით ძლიერები, მაგრები, მამულიშვილები.
ჩვენ რუსმა დაგვამარცხა. აფხაზი მხოლოდ საჩვენებლად გამოიყენა, მისი სისხლიანი და ვერაგი სახე რომ დაეფარა.
ახლა, ვისაც სიამოვნებას გგვრით, პუტლერის “გმირობა” უკრაინაში, თავისეუფლებამოყვარულ უკრაინელთა მკვლელობა, დარწმუნებული ვარ, 1993 წლის სექტემბერში ასევე გაიხარებდით დაცემული სოხუმით, თავმოჭრილი ქართველებით, მუცელგამოფატრული ფეხმძიმე ქართველი ქალებით…
იგივეა ეს.
დღეს იქ, უკრაინაში ისევ ჩვენ გვირტყამენ, ისევ ჩვენ გვბომბავენ, ისევ ჩვენ გვკლავენ სოხუმში, გაგრაში, კინდღში, გადახნულ თამარაშენში…
გახსოვდეთ.
დიდება უკრაინას!
გმირებს დიდება!



























