Kakha Kvashilava: აფხაზეთის ომის დროს ჩვენს უბანში პირველი სიკვდილი 92-ის დეკემბერში მოვიდა.
მახსოვს 29 წლის იყო (აი, სახელსა და გვარს ვერ ვიხსენებ, მთელი თაობით ჩემზე უფროსი იყო და, ბუნებრივია, არ მქონდა კონტაქტი), ჩვენს ზემოთ ცხოვრობდა 2 კილომეტრში. თანამებრძოლებთან ერთად მტრის ალყაში მოხვდა. დანებებას, სიკვდილი არჩია: ხელყუმბარა გახსნა და 10-მდე მტერს ჯოჯოხეთის ბილეთი გადასცა უსასყიდლოდ.
მახსოვს, როგორ შეიცხადა მთელმა უბანმა. დაკრძალვამდე და დაკრძალვის შემდეგაც ყველა მასზე საუბრობდა. დაკრძალვაზე დიდძალი ხალხი მოვიდა: ნაცნობ-უცნობები მთელი სოხუმიდან და მიმდებარე სოფლებიდან.
მერე კი სიკვდილი გაგვიშინაურდა…
























