Rozeta Gujejiani: ვცდილობდი, თავი შემეკავებინა და კულტურული მსოფლიოსათვის ამ უმძიმეს დღეებში მხოლოდ სოლიდარობის გამომხატველი ტექსტი და ფოტოები გამომექვეყნებინა. ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ არაა დრო კინკლაობისა, პარტიულობისა, რევანშისა…
დიახ, თავს ვიკავებდი, მაგრამ ახლა უკვე ჩემსავე გვერდზე იჭრებით აღა გეურქები და ჭკუას მარიგებთ.
ეგრე სადაა?!
არცერთ ომში რომ არ გიომიათ, ის კი არა, სწორედ ომების დროს რომ დააგროვეთ დიდძალი ქონება, ყვლიფეთ ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი, გროშ-კაპიკად მიიტაცეთ სახელმწიფო ნაგებობები, მიწები, ტყეები, სამთამადნო რესურსი, ომის დაწყებისთანავე რომ გაიქეცით და ოჯახებიც გახიზნეთ, აი, ასეთნი დღეს მორალს ნუ გვიკითხავთ.
უარესსაც კი კადრულობთ – ომში ჩაბმისაკენ მოგვიწოდებთ. და ვის ხარჯზე? არ გენაღვლებათ ხომ სხვათა შვილები, როგორც აქამდე არ დაგნანებიათ :(((.
თუ კვლავ შემოიჭრება რუსი, თქვენ ისევ გაიქცევით, ჩვენ კი ისევ შევეცდებით ქვეყნის დაცვას და ისევ იგივე ოჯახები იბრძოლებენ, ვინც აქამდეც იბრძოდა.
ვნახეთ უკვე ორჯერ ერთი და იგივე.
ასე რომ კრებითი აღა გეურქები და, უკაცრავად და, კურდღლები ცოტა მორიდებულად მაინც მოიქეცით და მენტორობას შეეშვით, ყველა ყველას იცნობს და ცნობილია, ვის რა უკეთებია ან მომავალში რისი მაქნისია.
რაც შეგვიძლია ვაკეთოთ, საკუთარი შესაძლებლობით – სხვათა გაწირვისა და წაქეზების ხარჯზე კი არა.
დიახ, სოლიდარობა უკრაინას!
დიახ, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება!
დიახ, საქართველოს ოკუპირებული მიწა-წყალიც დაგვიბრუნდება.
და საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს – ეროვნული ინტერესები – ნაცვლად ვიწრო პარტიული ინტერესებისა. ასეთ შემთხვევაში ბევრად ძლიერ წინააღმდეგობას გავუწევთ მტერს.
























